17:08 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-27 12:25:27, 911 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - რუსეთში ჩვენი თანამოქალაქეებიც ცხოვრობენ - საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება

საზღვრის არჩაკეტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და მათაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში შემოვიდნენ.,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

კობახიძის თქმით, საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება და ეს დააზიანებს ამ ადამიანების ინტერესებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების ინტერესები იყოს დაცული, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და საქართველოდან არიან წასული. ყველა საკითხი აწონ-დაწონილი უნდა იყოს, ეს არის სახელმწიფო უწყებების საქმე და ისინი მუშაობენ პასუხისმგებლობით. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოები ინტერესები იყო დაცული და მომავალშიც ბოლომდე იქნება დაცული. საზღვრის არჩაკეტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და მათაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში შემოვიდნენ. აქედან გამომდინარე, საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება და ეს დააზიანებს ამ ადამიანების ინტერესებს. ამის მიღმაც უამრავი საკითხია, რაც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული. ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემა არავითარ შემთხვევაში არ შეექმნება, ვითარება კონტროლქვეშაა“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ცდილობენ, რის გამოც საზღვართან კილომეტრიანი რიგებია. 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics