17:08 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-26 15:00:46, 1243 ნახვა

პოლიტიკა
„არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება“ - BMG-ის ჟურნალისტი მთავრობის სხდომაზე ისევ არ დაუშვეს

არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება და ამას კადრულობს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური, - BMG-ის ჟურნალისტი, თელარა გელანტია მთავრობის სხდომაზე ისევ არ დაუშვეს. 

მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციიდან მოვიდა მოთხოვნა, რომ სხდომაზე სხვა ნებისმიერი ჟურნალისტი მისულიყო.

"არ მჯერა, რომ ეს ჩემს თავს ხდება და ამას კადრულობს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური… (დიახ, პირი დამრჩა ღია).

მოკლედ, დღესაც არ დამიშვეს მთავრობის სხდომაზე! 

შეგახსენებთ: პირობა ხომ დადეს 12 სექტემბერსვე, რომ შემდეგზე შემოვუშვებთო, მაგრამ დღეს დაურეკა ნინო ცხადაძემ (ნინოს ასე დაავალეს, როგორც ჩანს) BMG-ის დირექტორს და უთხრა, სხვა ნებისმიერი ჟურნალისტი მოვიდეს BMGtv-დანო. მიზეზი რომ იკითხა თამუნა ქემერტელიძემ - აი, ისეთი ამბავი მოჰყვა იმ ფაქტსო - იყო პასუხი…. 

ხო კიდევ,  ოფიციალურად მოვითხოვეთ 12 სექტემბერსვე მიზეზი, რატომ არ დამიშვეს მთავრობის სხდომაზე - მთავრობის კანცელარიამ წერილიც კი არ ჩაიბარა",- წერს თელარია გელანტია. 

ცნობისთვის, 12 სექტემბერს BMG-ის ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მთავრობის სხდომაზე შესვლის უფლება არ მისცეს, რადგან "ბევრ კითხვას სვამდა". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics