22:41 - 01 Oct, 2022
რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-23 17:33:35, 303 ნახვა

საზოგადოება
აზარაშვილი - სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამა მნიშვნელოვანია, რათა გამოცხადებული მორატორიუმიდან გამოსვლა მსუბუქად მოხდეს

„სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა მნიშვნელოვანია, რათა გამოცხადებული მორატორიუმიდან მოხდეს ძალიან მსუბუქად და უმტკივნეულოდ გამოსვლა“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მინისტრმა იმ მიზეზებზე ისაუბრა თუ რატომ არის გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა მაჩვენებელი. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ 2020 წლის მარტიდან, სოციალურად დაუცველების გადამოწმებაზე, მორატორიუმი  გამოცხადდა და შესაბამისად აღარ ხდებოდა შემწეობის მიმღები პირების გადამოწმება. ასევე,  გამარტივდა სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების პროცედურაც. 

„2020 წლამდე დაახლოებით, 440 ათასი სოციალურად დაუცველი გვყავდა ბაზაში და 200 000-ზე მეტი სწორედ მორატორიუმის გამო დაემატა. დასაქმების პროგრამის დაწყების ძირითადი მიზეზი კი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების, დასაქმების კუთხით გააქტიურებაა. ვეხმარებით მათ, რომ თავისი შესაძლებლობები, კვალიფიკაცია და უნარები, რაიმე სახით, აიმაღლონ. თუ  ადამიანი, ჩვენი შეთავაზებიდან ერთ-ერთს აირჩევს, 4 წლის განმავლობაში მას და მის ოჯახს არ გადავამოწმებთ, ხოლო ვინც უარს იტყვის ამ შეთავაზებებიდან ნებისმიერზე, მაშინ უკვე, 2023 წლის 1 მარტიდან გვექნება სამართლიანი და სრული ლეგიტიმური უფლება, რომ ჩვენ მათი სოციალური მდგომარეობა გადავამოწმოთ“,-  განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პანდემიის პირობებში, სოციალურად დაუცველი პირების გადამოწმებაზე მორატორიუმი გამოცხადდა. რის შედეგადაც ოჯახებს  სარეიტინგო ქულა და სოციალური დახმარება გარანტირებულად უნარჩუნდებოდათ.  აქედან გამომდინარე, იზრდება საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, რადგან მორატორიუმის გამო, სისტემიდან უკვე არსებული ოჯახების გადინება შეჩერდა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარსდგა. ზურაბ აზარაშვილი საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამასთან დაკავშირებით  პარტია "საქართველოსთვის" და ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელის“  წევრების კითხვებს პასუხობს.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოდოლიაკი რუსეთთან მოლაპარაკებებზე - აზრი არ აქვს მოლაპარაკებას მათთან, ვინც „ძვლებზე ცეკვავს“
კახა კალაძე თბილისში მყოფ დოჰას მერს შეხვდა
ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროებს უწყების ბიუჯეტის ზრდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
დღეიდან უკრაინისთვის აშშ-ის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონი ამოქმედდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

„შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics