|
2022-09-22 16:49:33, 1888 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ ახალი თაობისთვის
ახალი თაობის მხარდაჭერა თიბისისთვის 30 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო. ახალი თაობის მუსიკოსები, შემოქმედები, სპორტსმენები, გამომგონებლები, სტარტაპერები, ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებდნენ ბრენდის და კომპანიის განვითარებაში და ჩამოყალიბებაში. აღსანიშნავი და საამაყოა, რომ თიბისი რეგიონის მასშტაბით, ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია. მეოთხე ათწლეულის დასაწყისში, თიბისიმ გადაწყვიტა ახალი თაობის ხელშეწყობის მიმართულებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს და განსაკუთრებული შესაძლებლობები შეუქმნას იმ თაობის წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატების საწყის ეტაპზე არიან. ბიზნესი, კულტურა, განათლება, ლიტერატურა, ხელოვნება, მეცნიერება, სპორტი, ახალი თაობის პროფესიები - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მიმართულებების, რომელთა ხელშეწყობა თიბისისთვის, როგორც რეგიონში წამყვანი კომპანიისთვის, პრიორიტეტულია. ახალი თაობის მხარდაჭერის გზავნილის პირველი ეტაპი მუსიკალური ვიდეო Take Over არის, რომელზეც კრეატიულმა დირექტორმა ნიკუშა ანთაძემ და წარმოების კომპანია „ენკენი ფილმსა“ იმუშავეს, ხოლო პოპულარულმა ქართულმა ბენდმა „Bedford Falls”-მა, სპეციალურად ამ კაპანიისთვის, კომპოზიცია Take Over დაწერა. „თიბისისთვის, ახალი თაობის მხარდაჭერა და განვითარებაზე ზრუნვა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ ამ თაობისთვის და ამ თაობასთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი შევქმნათ. ახალ თაობას შეუძლია განსაკუთრებული როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნის და მსოფლიოს მომავლის შექმნაში“ - ნიკა ქურდიანი, გენერალური დირექტორის მოადგილე, თიბისი. აქ.ახლა თიბისი აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას დასაქმების, განათლების და ახალი პროექტების განვითარების კუთხით.
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
აშშ-მ და უკრაინამ მაიამიში მიმდინარე მოლაპარაკებები შეაჩერეს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)