18:52 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-21 10:01:35, 697 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - აშშ-ს ელჩის განცხადება ოთხეულის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი, მან ყველა კითხვას თავი აარიდა

უნდა  გამოვეხმაურო ელჩის ერთ-ერთ განცხადებას, რომელიც იყო სამწუხაროდ შეურაცხმყოფელი, ოთხი დეპუტატია, ხალხის მიერ არჩეული და მარტო ეს ფორმალური მხარეც არ არის მნიშვნელოვანი, მათ განსაკუთრებული წარსული აქვთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოთხეულს განსაკუთრებული წარსული აქვს.  ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები მართლა ტყუილს ავრცელებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა აქ სრულიად გავემიჯნებოდით შინაარსობრივად. 

„უნდა  გამოვეხმაურო ელჩის ერთ-ერთ განცხადებას, რომელიც იყო სამწუხაროდ შეურაცხმყოფელი, ოთხი დეპუტატია, ხალხის მიერ არჩეული და მარტო ეს ფორმალური მხარეც არ არის მნიშვნელოვანი, მათ განსაკუთრებული წარსული აქვთ სოზარ სუბარი ხომ? რაც მას აქვს გაკეთებული ბევრი ვერ დაიკვეხნის ხო? ის სახალხო დამცველი იყო და ყველაზე კრიტიკულ დროს უპირისპირდებოდა უმძიმეს რეჟიმს, როდესაც სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უჯდებოდა ადამიანებს  ეს ყველაფერი. მიხეილ ყაველაშვილი რომელიც ყოველთვის იყო პრინციპების ერთგული და მებრძოლი, დიტო ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და ესეთი ადამიანები არიან გარდა მათი ფორმალური სტატუსისა და რაც ითქვა ელჩის მხრიდან, რომ ისინი ავრცელებენ ტყუილებს და რუსული ტიპის დეზიმფორმაციას. ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, რომ ეს ადამიანები მართლა ტყუილს ავრცელებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა აქ სრულიად გავემიჯნებოდით შინაარსობრივად, მაგრამ რეალურად ამაში არ არის საქმე.“ - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics