07:58 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-16 13:38:09, 930 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი, ორბელიანების სასახლეში, გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიება ორბელიანების სასახლეში გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაღუპული მფრინავები, მაშველები და ექიმები მედლით - "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა.

ცერემონიალს ტრაგიკულად დაღუპული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ. საქართველოს პრეზიდენტმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა მათ სიტყვით მიმართეს და მომხდარი ტრაგედიის გამო, კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარება გამოთქვეს.

„ჩვენმა ქვეყანამ ექიმების, მფრინავებისა და მაშველების სახით, დაკარგა ღირსეული მოქალაქეები - ადამიანები, რომლებიც ყოველთვის პირნათლად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას და სწორედ ამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ტრაგიკულად დაიღუპნენ. განუზომელია ეს დანაკლისი როგორც მათი ოჯახების, ისე მთელი ქვეყნისათვის.

გუდაურის სამაშველო ოპერაციისას დაღუპულმა ექიმებმა, მაშველებმა და მფრინავებმა ჩვენი დროის გმირობის ახალი ისტორია დაწერეს და სიცოცხლის ბოლომდე ღირსეულად ემსახურნენ ქვეყანას! ეს ადამიანები ჩვენი თანამედროვეობის გმირები არიან!“ - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

უწყების ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალს ტრაგიკულად დაღუპული გმირების კოლეგები, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე კუტიბაშვილი და მისი მოადგილეები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახებმა, მატერიალური დახმარების სახით, 100 ათასი ლარი მიიღეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics