20:17 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 22:01:42, 1038 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - კიზინგერი მეგობარია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის დაეთანხმება საქართველოს მთავრობას

კიზინგერი მეგობარია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის დაეთანხმება საქართველოს მთავრობას. - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კიზინგერი  ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მოღვაწეობის დიდი თაყვანისმცემელია.

„ის რაც მე ვიცი კონგრესმენ კინზინგერის შესახებ, არის ის, რომ იგი შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში „საქართველოს ჯგუფის“ ხელმძღვანელია. ის საქართველოსა და მისი ევრო-ატლანტიკური მომავლის დიდი გულშემატკივარია. ეს ის საკითხია, რისთვისაც ის მრავალი წელია მუშაობს. ის საქართველოს მეგობარია.
იგი ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მოღვაწეობის დიდი თაყვანისმცემელია. შესაბამისად, თქვენ კონგრესმენ კინზინგერის სახით ნამდვილი მეგობარი გყავთ. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის დაეთანხმება ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება, ან ყველაფერს, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს.
სწორედ ამაშია დემოკრატიის ხიბლი, რომ შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები და ამ განსხვავებულობიდან ვიღებთ დებატებს, რასაც იმ პოლიტიკისა და ინიციატივების შემუშავებამდე მივყავართ, რაც ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. საერთო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური დებატების გამართვა, რომლის დროსაც ყველა მოსაზრება გაჟღერდება“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ორაზროვან განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებთან და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან მიმართებაში, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics