20:58 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 16:41:43, 961 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეო - დელეგაციის წევრებს არ მიუღიათ ვიზა გაეროს ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად

რუსეთის დელეგაციის წევრებს არ მიუღიათ ვიზა გაეროს ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით, მოსკოვის დელეგაციას არ მიუღია ოფიციალური უარი გაეროს გენერალური ასამბლეის ვიზების გაცემაზე.

"დელეგაციის ბევრ წევრს ჯერ კიდევ არ მიუღია ვიზა გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად, მოსკოვის დელეგაციას არ მიუღია ოფიციალური უარი გაეროს გენერალური ასამბლეის ვიზების გაცემაზე". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics