|
2022-09-15 10:12:38, 1000 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მეორე ფრონტი იქნება გამანადგურებელი, არავითარი შანტაჟი ივანიშვილს არ აიძულებს, ასეთი ნაბიჯი გადადგას
ბიძინა ივანიშვილი არც ერთ შემთხვევაში არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას განადგურებას უქადის და ასეთია მეორე ფრონტი. მეორე ფრონტი იქნება უმძიმესი, გამანადგურებელი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და არავითარი შანტაჟი მას არ აიძულებს, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას, ეს მან საჯაროდ თქვა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა. მისი თქმით, არსებობს რაღაც ომის პარტია, ამ ომის პარტიას აქვს ქართული ფილიალი მათ შორის ნაცმოძრაობის სახით და სწორედ ამ შანტაჟის ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი ავრცელებენ ასეთ ინფორმაციას, იღებენ ასეთ რეზოლუციებს, რომლებიც მთლიანად სიცრუით არის გაჯერებული. "ეს არის ომის პარტია თავის ფილიალით, ნაცმოძრაობის სახით საქართველოში, მათ აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი და ამასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. რაც არის ღია ინფორმაცია, ამას საზოგადოება აკვირდება. ესენი არიან მაგალითად უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ცალკეული ევროპარლამენტარები. ინტერესია მეორე ფრონტი. ისინი ხედავენ, რომ ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას ომთან დაკავშირებით, არ ვდგამთ შესაბამის ნაბიჯს, იციან მათ ბიძინა ივანიშვილის გავლენა საზოგადოებაში, ის გუნდის დამფუძნებელია და რომ მოინდომოს პოლიტიკაში დაბრუნება, მისთვის ეს ძალიან ადვილი იქნება ყველაფრის გათვალისწინებით, მისი რესურსის, მის მიმართ საზოგადოების და გუნდის დამოკიდებულების გათვალისწინებით და მას შეუძლია ამაზე თეორიულად გავლენის მოხდენა. თუმცა, მან დააფიქსირა თავის წერილში, რომ არც ერთ შემთხვევაში, რაც არ უნდა მილიარდ ნახევარი დოლარი თუ ნებისმიერი რამ გაუჩერონ, ის არც ერთ შემთხვევაში არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყანას განადგურებას უქადის და ასეთია მეორე ფრონტი. მეორე ფრონტი იქნება უმძიმესი, გამანადგურებელი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და არავითარი შანტაჟი მას არ აიძულებს, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას. ეს მან საჯაროდ თქვა. ჩვენ დასაკარგი ბევრად ნაკლები გვაქვს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს, შანტაჟი ჩვენ მიმართაც შეიძლება განხორციელდეს და შეიძლება ხორციელდება კიდეც სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ვერაფერი ჩვენ ვერ გვაიძულებს, რომ ქვეყნის განადგურებას მოვაწეროთ ხელი, ეს გამორიცხულია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)