|
2022-09-14 14:23:47, 949 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში, ლიბანის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის რაიონში, ლიბანის სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, განახლდა საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო ველობილიკი, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, სასმელი წყლის შადრევანი, განთავსდა საპარკე ინვენტარი, ასევე, საბავშვო და სპორტული მოედნები და მოსასვენებელი პავილიონი. „დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე - ლიბანის სკვერი შეემატა. გვახსოვს აქ რა მდგომარეობა იყო. დღეს კი ყველაფერი განახლებული და მოწესრიგებულია. დაირგო ხე-მცენარეები, თავისი სარწყავი სისტემით. დამონტაჟდა განათებები და ბავშვებისთვის ატრაქციონები. მოეწყო მოსასვენებელი სივრცე ყველა თაობის ადამიანისთვის. მთლიანად პროექტი დასრულებული არ არის, რადგან მიმდებარედ, სარაჯიშვილის სკვერის სამუშაოები მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში ისიც დასრულდება. წლის ბოლოსთვის კი სარაჯიშვილის გამზირზე არსებული შუა ზოლი მთლიანდ მოწესრიგდება და ამ პროექტის სახით, ერთი დიდი რეკრეაციული სივრცე გამოვა, რაც ადგილობრივებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. „აღნიშნულ სკვერში ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: დაირგო 349 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი. მოეწყო სარწყავი სისტემა 4 509 კვადრატულ მეტრ ფართობზე, დაითესა ბალახი და ტერიტორიაზე შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი. ლიბანის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 226 211 ლარს შეადგენს. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გლდანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)