|
2022-09-13 15:51:39, 1117 ნახვა
საზოგადოება
მაღალი ხარისხის კედლის ქვაბები თერმოინდუსტრიაში
გათბობის ქვაბის შერჩევა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რადგან ცენტრალურ გათბობის სისტემებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ეს პროდუქტი ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. გამომდინარე იქედან, რომ გრძელვადიანი მოხმარებისთვის აკეთებთ არჩევანს, აუცილებელია გათბობის ქვაბის შერჩევა და მონტაჟი პროფესიონალებს ანდოთ. საქართველოს ბაზარზე თერმოინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელია მომხმარებლებს გათბობის სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიის მიზანია მაღალტექნოლოგიური, ეკომეგობრული პროდუქტების იმპორტი, რომელთა მონტაჟზე კვალიფიციური პერსონალი იზრუნებს. თერმოინდუსტრიაში მსოფლიოს 35-ზე მეტი ბრენდია წარმოდგენილი, მათ შორის: ITALTHERM, Unmak, Viessmann, Global, Radiatori2000 და სხვა. როგორ შევარჩიოთ ცენტრალური გათბობის ქვაბი? გათბობის ქვაბები მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ თერმოინდუსტრია ბაზარს სხვადასხვა ტიპის სისტემებს სთავაზობს. საცხოვრებელი ბინებისთვის ყველაზე მოთხოვნადია ბუნებრივ აირზე მომუშავე კედლის ქვაბები. თუ ეკონომიურ და კომპაქტურ მოდელებს ეძებთ, არჩევანი სწორედ მასზე უნდა შეაჩეროთ. კომპანიის ასორტიმენტში ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ მყარ საწვავზე მომუშავე სტაციონალური ქვაბები, რადიატორები და იატაკის გათბობა, რომელიც დღესდღეობით, ნებიმიერი სახლის კომფორტისთვის შეუცვლელ სისტემად იქცა. კედლის ქვაბის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ქვაბის სიმძლავრე საცხოვრებელი ფართობის მიხედვით უნდა შეირჩეს. ყოველ 10 კვადრატულ მეტრზე 1 კვტ ენერგიაა საჭირო, ამიტომ კედლის ქვაბის სიმძლავრე ამ თანაფარდობის მიხედვით უნდა დაადგინოთ. სივრცის შესწავლისას გაითვალისწინეთ ადგილმდებარეობა და სითბოდანაკარგიც. ყინვა აფერხებს გათბობის ქვაბის მუშაობას, ამიტომ თუ გათბობის ქვაბი აივანზე უნდა განათავსოთ, მისთვის სპეციალური კარადის დამზადება მოგიწევთ. რაც უფრო მეტია სითბოდანაკარგი, მით უფრო მეტად არის საჭირო შენობის დათბუნება. ამ დეტალების გათვალისწინება კედლის ქვაბის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევაში დაგეხმარებათ, რომელიც თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მრავალწლიან კომფორტზე იქნება პასუხისმგებელი. გრძელვადიანი მოხმარების პროდუქტი ხარისხიანი და გამოცდილი უნდა იყოს, ამიტომ თერმოინდუსტრია ძირითადად ევროპულ მოწყობილობებზე აჩერებს არჩევანს. გერმანია, უნგრეთი, იტალია, ბელგია, სლოვენია, თურქეთი - ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, საიდან იმპორტირებული გათბობის სისტემებიც თერმოინდუსტრიაში შეგიძლიათ შეიძინოთ. კომპანია კონკურენტებისგან იმითაც განსხვავდება, რომ ახორციელებს ISO სერტიფიკატის მქონე პროდუქციის იმპორფტს. პროდუქცია ელექტრონულ, ჰიდრავლიკურ და უსაფრთხოების ლაბორატორიულ შემოწმებას გადის. თერმოინდუსტრია ხარისხსა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული კომპანიაა, ამიტომ ბაზარს პროფესიონალურ მომსახურებას და უწყვეტ ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობს.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)