|
2022-09-08 14:03:10, 1251 ნახვა
საზოგადოება
მედია სწავლება სამხედრო, თავდაცვისა და უსაფრთხოების თემატიკით დაინტერესებული მოქმედი და მომავალი ჟურნალისტებისთვის
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2022 წლის 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ჟურნალისტებისთვის მედია-სწავლებას „ღირსეული პასუხი 2022“ (Noble Response 2022) გამართავს. აღმიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტის მიზანი, რთულად პროგნოზირებადი საინფორმაციო გარემოს გათვალისწინებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ჟურნალისტების, რეპორტიორებისა და ოპერატორების გადამზადებაა. სამინისტროს ცნობითვე, მონაწილეობის მსურველები 4 დღის განმავლობაში, 2022 წლის 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით სრულად, 24 საათიან რეჟიმში ჩაერთვებიან სწავლების პროცესში. განთავსდებიან იმ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილია სწავლების ჩატარება. შესაბამისად, სწავლების მონაწილეები 4 დღით მოწყდებიან ყოველდღიურ სამუშაო პროცესს. „სწავლება ორი, თეორიული და პრაქტიკული ეტაპისგან შედგება. თეორიული ნაწილი მონაწილეებისთვის საინფორმაციო ომის, დეზინფორმაციისა და ამ გზაზე სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს. პრაქტიკული ნაწილი რეალური გარემოს სიმულაციის გათამაშება იქნება სადაც „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს შექმნიან და სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტებს „თავსატეხებით“ მოამარაგებენ. ასევე, შეუქმნიან ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს. სწავლებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 8 სექტემბერს და გაგრძელდება 20 სექტემბრის 17.00 საათამდე. სულ შეირჩევა 20 კანდიდატი. სწავლებაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ ჟურნალისტებს, რეპორტიორებს, ტელე-ოპერატორებს და ფოტორეპორტიორებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს: • ჟურნალისტი, რეპორტიორი, ფოტო-რეპორტიორი, ოპერატორი, რომელსაც უმუშავია ან დაინტერესებულია უსაფთხოების და თავდაცვის თემატიკით. • ჟურნალისტი, რეპორტიორი, ფოტო-რეპორტიორი, ოპერატორი, რომელიც მედიასაშუალების შტატიანი ან ხელშეკრულებიანი თანამშრომელია; • მედია სწავლებაში მონაწილეობის მიღებას ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც შეძლებენ. სწავლებაში მონაწილეობის მსურველმა ჟურნალისტმა, რეპორტიორმა, ფოტო-რეპორტიორმა, ოპერატორმა, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ﹣ პირადობის მოწმობის ასლი; ﹣ ორი ფოტო სურათი ¾ (მათ შორის ელ-ვერსიაც); ﹣ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა (ფორმა #100); ﹣ რეზიუმე (CV); ﹣ სამოტივაციო წერილი; საბუთების გადარჩევის შემდეგ შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგებთან; ინფორმაცია და დოკუმენტაცია შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: stratcom@mod.gov.ge ან ჩააბაროთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მისაღებში. მისამართი, დ. უზნაძის ქუჩა #117 ა; რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 სექტემბერი დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მობილურზე: 599512320 მაკა კევლიშვილი გთხოვთ, გამოგზავნილი წერილის სათაურად მიუთითოთ „მედია-სწავლება2022“. რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 სექტემბერი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)