2022-09-07 19:03:36, 1156 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს საელჩო - მოსმენების კანონპროქტი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა
პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან. - ამის შესახებ ამერიკის საელჩომ განაცხადა.
მათივე თქმით, ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა.
"პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვეტო მოსმენის კანონპროექტზე დაძლია და დაამტკიცა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,