|
2022-09-07 10:39:26, 927 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გურიაში ლურჯი მოცვის პლანტაციისთვის 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა
„საქართველოს ბანკი“ აგრომიმართულების პროექტების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბანკთან თანამშრომლობით გურიაში, დაბა ლაითურში 16.4 ჰა ნაკვეთზე ლურჯი მოცვის პლანტაცია გაშენდება. კომპანია „ჯეობლუბერის“ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენებას გეგმავს. კომპანიის მიერ შესყიდულია მიწის ნაკვეთი, რომელშიც 217 000 ევროს ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. პროექტის საბოლოო განხორციელების მიზნით „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი 1.5 მლნ ლარია. ინვესტიცია ნაკვეთის აგროტექნიკურ ღონისძიებებს, ნაკვეთის დამუშავებას, და თანამედროვე ჯიშების ნერგების შესყიდვას მოხმარდება. როგორც კომპანია „ჯეობლუბერის“ დირექტორმა თემურ ბიწაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს 2 ჭაბურღილის მოწყობა, რომელიც უწყვეტად მოამარაგებს ლურჯი მოცვის პლანტაციას სარწყავი წყლით. „ოქტომბრის დასაწყისში მთლიანი ფართობი 16.4 ჰა უნდა იყოს მზად ნერგების დასარგავად, ველოდებით ნერგების მიღებას მსოფლიოს საუკეთესო სანერგეებისგან, როგორიცაა ესპანური ფოლკრიკი და ფრანგული მალტიბაი. წლის ბოლომდე კი უკვე შევძლებთ ნერგების დარგვას. პლანტაციების გაშენების შემდეგ ლურჯი მოცვის სრულ მსხმოიარობაში შესვლისას დაახლოებით 210-220 ტონა მოცვის მოსავალს ველით. ჩვენ ყველა დაგეგმილ სამუშაოებს ვახორციელებს GlobalGAP-ის ექსპერტთან კონსულტაციების შესაბამისად, რათა შემდგომში მივიღოთ შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც გზას გაგვიხსნის პროდუქციის რეალიზაციას ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა თემურ ბიწაძემ. როგორც „საქართველოს ბანკის“ აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ნათია ღლონტმა აღნიშნა, მოცვი კენკროვან კულტურებს შორის საკმაოდ პოპულარულია ბოლო პერიოდში და აქტიურად გადის ექსპორტზეც. „ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ დიდი პოტენციალის მქონე მიმართულებების გაძლიერებას. ამ მიზნით ჩვენს პარტნიორ კომპანია „ჯეობლუბერისთან“ ერთად, გურიაში, 16,4 ჰა-ზე მოცვის პლანტაცია გაშენდება. მოცვი კენკროვან კულტურებს შორის საკმაოდ პოპულარულია ბოლო პერიოდში და აქტიურად გადის ექსპორტზეც. ექსპორტის წილი წლიდან წლამდე იზრდება, რაც არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, საქართველოში მოცვის კიდევ უფრო მეტი წარმოება დაიწყოს და გაზრდილი რაოდენობით გავიდეს ექსპორტზე, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროკავშირში“,- განაცხადა ნათია ღლონტმა.
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)