|
2022-09-02 12:28:55, 1217 ნახვა
საზოგადოება
IDFI - 2018-22 წლებში საქართველოს მოქალაქეობა 8 464 ადამიანს მიენიჭა, მათგან 72% რუსეთის მოქალაქე იყო
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. ანგარიში სრულად ეფუძნება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ ინფორმაციას. ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის მიმღები (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 8,464 პირიდან 72% (6,075 პირი) წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს. რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი (428 პირი) წარმოადგენდა უკრაინის მოქალაქეს, 404 პირი - სომხეთის მოქალაქეს, ხოლო 330 - ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს. როგორც ცნობილია, 2018-2022 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 13,575 პირს, საიდანაც 5,111 პირს აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო 8,382 პირს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა საგამონაკლისო წესით. ჩვეულებრივი წესით - 38 პირს, გამარტივებული წესით - 29 პირს, ხოლო სპეციალური წესით 15 პირს. - 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ,"- ვკითხულობთ ანგარიშში. ცნობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხები დარეგულირებულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონით. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ მას საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. სახელმწიფო ინტერესების შეფასებაში მხედველობაში მიიღება სხვადასხვა გარემოებები. მათ შორის: საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და მისი წინაპარი არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან იძულებით გადაადგილებული პირი, სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი. ასევე, ისეთი პირები რომელიც საქართველოში ახორციელებს ისეთ ინვესტიციას რომლითაც ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, ასევე სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში წარმატებული პირი, რომელსაც სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)