|
2022-09-01 13:00:45, 732 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერია 30 ელექტროდამტენს თბილისში დაამონტაჟებს, ხოლო 20-ს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია კერძო სექტორთან ერთად, დამატებით 50 ელექტროდამტენს დაამონტაჟებს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 30 დამტენი დედაქალაქის სხვადასხვა მისამართზე დამონტაჟდება, ხოლო 20 დამტენი დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანაში ელექტრომობილები წავახალისოთ. რაც უფრო მეტი ელექტრომობილი იქნება, ეს მისასალმებელია. შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესების ხელშემწყობი ვართ და მიღებული გვაქვს გარკვეული გადაწყვეტილებები. არის გარკვეული შეღავათები, თუნდაც ის, რომ ელექტრომობილის მფლობელები პარკინგის საფასურს არ იხდიან. ასევე, A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ელექტრომობილები ჰყავთ, ლიცენზიის გადასახადს არ იხდიან. ამასთან, მთელი ქალაქის მასშტაბით, ჩვენ უკვე დავაყენეთ ელექტროდამტენები - დაახლოებით 60 ერთეული. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ელექტრომობილების დატენვა უფასოა. კერძო სექტორთან ერთად მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დამატებით, 50 ელექტროდამტენის მონტაჟის პროექტი განხორციელდება. აქედან 30 დამტენი დამონტაჟდება დედაქალაქის სხვადასხვა მისამართზე, ხოლო 20 დამტენი მოეწყობა დასავლეთის მიმართულებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე. იცით, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ელექტრომობილებისთვის დამტენების ხელმისაწვდომობა არამხოლოდ ქალაქში, ქალაქგარეთაც, რათა ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, სატენი მოწყობილობით სარგებლობა ხელმისაწვდომი და კომფორტული იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებული იქნება პირობა, რომ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ორი ელექტროდამტენი სადგური განთავსდეს. „დასავლეთის მიმართულებით გათვალისწინებულია ორი ელექტროდამტენი სადგურის მოწყობა, სადაც თითოეულზე ორივე მიმართულებით, როგორც თბილისი-ბათუმის, ასევე, ბათუმი-თბილისის, მოეწყობა ათ-ათი სწრაფი დამტენი თავისი საჭირო ინფრასტრუქტურით, კვების ობიექტებით, დასასვენებელი სივრცეებითა და ადგილებით. აღნიშნული პროექტი განხორციელდება დღეიდან, დაახლოებით, 7 თვის განმავლობაში. ვიმედოვნებ, რომ კომპანია ზედმიწევნით შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და მოსახლეობას შევთავაზებთ დატენის მომსახურებას არამხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე, არამედ ქალაქგარეთაც, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ელექტრომობილების განვითარებას და ასევე, გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, შეიძინოს თუ არა ელექტრომობილი“, - განაცხადა კალაძემ.
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)