06:16 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-21 17:55:55, 1294 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია - მომხმარებლები სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის გამოყენებას ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ

თბილისის ყველა მუნიციპალური ელექტრონული სისტემა, სადაც გარკვეული ხარვეზები ფიქსირდებოდა, ხვალიდან შეუფერხებლად იმუშავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სისტემის განახლების გამო, რომელიც მიმდინარე წლის 15 აგვისტოდან დაიწყო, ფიქსირდებოდა ტექნიკური შეფერხებები და ზონალურ-საათობრივი პარკირების მომხმარებლები ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე, არ ჯარიმდებოდნენ. სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანების პერიოდში, სისტემაში არსებული ხარვეზები აღმოფხვრილია და 22 აგვისტოდან, ზონალურ-საათობრივი პარკირების მომხმარებლები სისტემით სარგებლობას ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ.

„ტექნიკური შეფერხებები ამ დროისთვის, ასევე, აღარ ფიქსირდება თბილისის ტაქსის მომხმარებლებისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას მოქალაქეები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც მიიღებენ.
 
თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მოხდა სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს.
 
მონაცემთა სრულყოფისთვის, მოქალაქეებს ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ.
 
ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს ან დარეკოთ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე - 1399",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics