01:02 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-19 18:08:49, 750 ნახვა

მელია ფემიციდზე - სახელმწიფოს დავიწყებული აქვს თავისი ფუნქცია, თითოეული ქალის სიკვდილში თანამონაწილეა ეს ხელისუფლება!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია, საქართველოში ფემიციდის გაზრდას ეხმაურება და აცხადებს რომ ამაში დამნაშვე საქართველოს ხელისუფლებაა.

თითოეული ქალის სიკვდილში თანამონაწილეა ეს სახელმწიფო, ეს ხელისუფლება, - წერს მელია.

“დღეს, კაცმა ქალი გაგუდა. გუშინ იპოვეს ყელგამოჭრილი ქალი, 12 აგვისტოს - ოზურგეთში ყოფილმა ქმარმა მოკლა ქალი!

ერთ კვირაში ხდება ყველა ეს შემზარავი მკვლელობა!

ქალებს უმოწყალოდ ხოცავენ და მათ არ იცავს არავინ - არც სახელმწიფო, არც პოლიცია!

ან ვის სცალია მათ დასაცავად, როცა მათ ამხელა საზრუნავი აქვთ - მხოლოდ ივანიშვილის დაცვით არიან დაკავებული, იცავენ ყველასგან - ჩვენგან თუ ნიავისგან რომ ემანდ ცივად არ დაუბეროს.

ამასობაში კი შემთხვევები თითქმის ნორმად იქცა.

სახელმწიფოს ამ მხრივაც დავიწყებული აქვს თავისი ფუნქცია. ასე რომ, თითოეული ამ ქალის სიკვდილში თანამონაწილეა ეს სახელმწიფო, ეს ხელისუფლება! დიახ, ავლევში, იმ ქალს, იმ ნაძირალა კაცთან ერთად სახელმწიფო გუდავდა! დიახ, იმ ვალეში ნაპოვნ ქალს - მკვლელთან ერთად სახელმწიფო სჭრიდა ყელს და ოზურგეთშიც იმ ქალს, ყოფილ ქმართან ერთად სახელმწიფო კლავდა თავისი დანაშაულებრივი, სისტემური უმოქმედობით!, - წერს მელია. 

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics