2022-08-15 15:29:16, 1094 ნახვა
საზოგადოება
თამარ ბაღაშვილმა „მთავარი არხი“ დატოვა
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა, არხიდან წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.
ის პოსტშიც წერს, რომ შესაძლოა, ამ გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ არასდროს ისაუბროს.
„ასეა და სხვა დეტალებს, რატომ, რა მოხდა და ა.შ არ დავწერ ჯერ, ან საერთოდ არ დავწერ, არ ვიცი. მაგრამ, რაც ზუსტად ვიცი, ყოველთვის, ყველგან და ყველა სიტუაციაში, აუცილებლად ვიქნები ის "ბაღო", ვინც ბევრს ასე ძალიან გიყვართ და ბევრსაც ასე ძალიან არ გიყვართ რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! და რა თქმა უნდა #თავისუფლებანიკას !!!“ , - წერს თამარ ბაღაშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე.
თამარ ბაღაშვილი წლების განმავლობაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,