|
2022-07-25 11:33:13, 1292 ნახვა
ეკონომიკა
VTB BANK Georgia-ს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ყიდულობს
VTB BANK Georgia-ს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ყიდულობს. ამის შესახებ BMG-სთვის გახდა ცნობილი.აღსანიშნავია, რომ დავით ხიდაშელი 2013 წლიდან 2022 წლის აპრილის ჩათვლით რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის AFK Sistema-ს ერთ-ერთ შვილობილ კომპანია Intracom Telecom-ს ხელმძღვანელობდა. ასევე ეკავა ვიცე-პრეზიდენტის პოსტი. ცნობილია ასევე, რომ მან მარტში გამართულ აუქციონზე “რიყის დოქები” 10 მილიონ ლარად შეისყიდა. გარდა ამისა, მისი სახელი უკავშირდება რაჭაში ტყის მასივის იჯარით აღებას. კერძოდ, რამდენიმე თვის წინ ბიზნესმენმა ხიდაშელმა დაადასტურა, რომ მისმა კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ” რაჭაში 1,047 კვადრატული კილომეტრის ტყის მასივი, 1.1 მილიონ ლარად, 49-წლიანი იჯარით აიღო. აღნიშნული მასივი რაჭის ფართობის ერთი მესამედია. როგორც მაშინ გახდა ცნობილი, ბიზნესმენი ტყის მასივში საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის სანადირო მეურნეობის მოწყობას გეგმავს. შეგახსენებთ, რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებიდან მალევე, საქართველოში VTB ბანკმა საკუთარი აქტივების უდიდესი ნაწილი გაასხვისა. კერძოდ, "ლიბერთი ბანკს" გადასცა SME პორტფელი და კლიენტთა ბაზა, ხოლო "ბაზის ბანკს" VTB ბანკის საცალო კლიენტები, ასევე საფილიალო ქსელი თბილისსა და რეგიონებში. ამ გარიგებების შედეგად, ბანკის აქტივები 1.6 მილიარდი ლარით, 500 მილიონ ლარამდე შემცირდა. ამ დრომდე უცნობი იყო, ვინ იყიდდა “ვითიბის” ლიცენზიას და მასში დარჩენილ აქტივებს. როგორც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ BMG TV-ის ეთერში განაცხადა, VTB ბანკის გაყიდვა საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან შესაბამისობაში იქნება.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)