13:05 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-22 13:43:45, 744 ნახვა

საზოგადოება
გია ნოდია - ჩემგან „დაჩაგრულმა“ სტუდენტმა მომწერა, მთავრობაში მყავს ახლობლები და ისინი მოგხედავენო

ერთ-ერთმა ჩემგან „დაჩაგრულმა“ სტუდენტმა მომწერა, რომ მთავრობაში მყავს ახლობლები და ისინი მოგხედავენო, - ამის შესახებ პოლიტოლოგი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გია ნოდია საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს. 

მისივე თქმით, საგამოცდო პერიოდში პროფესორები ხშირად არიან სტუდენტების ზელოწის ქვეშ, რომლებიც წუწუნებენ, რომ მაღალი შეფასება ეკუთვნით, თუმცა მუქარის ფაქტი ჯერ არ ჰქონია. 

"საგამოცდო პერიოდში პროფესორები ვწუწუნებთ ხოლმე, რომ სტუდენტების (ცხადია, მათი მცირე ნაწილის) ზეწოლის ქვეშ ვართ: ზოგი ენერგიულად და სხვადასხვა არგუმენტით გვარწმუნებს, რატომ უნდა დავუწეროთ იმაზე მაღალი შეფასება, ვიდრე ვუწერთ. 

მეც ცხადია ამ დღეში ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ სამსახურის ნაწილია, ასე რომ ამაზე დიდად არ დამიჩივლია (მხოლოდ სხვებს ვულაიქებდი). მედგრად ვუძლებ, ისევე, როგორც ივლისის სიცხეს, ბენზინზე ფასების ზრდას, ირაკლი კობახიძის განცხადებებს და სხვა ცხოვრებისეულ გამოწვევებს. 
მაგრამ ამ დღეებში ახალი თემა დაემატა ზეწოლის მექანიზმებს: ერთ-ერთმა ჩემგან „დაჩაგრულმა“ სტუდენტმა მომწერა, რომ მთავრობაში მყავს ახლობლები და ისინი მოგხედავენო. კოლეგებს ვეკითხები, გქონიათ ასეთი გამოცდილება თუ ეს თქვენთვისაც უჩვეულოა? მაინტერესებს, ტრენდში ვზივარ თუ არა",- წერს გია ნოდია. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარმოების კოკა-კოლა, ნაბეღლავი
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია
პენსი - სანქციების მოხსნა წარმოადგენს გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის მემკვიდრეობისა და აშშ-ს ლიდერობის ღალატს
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics