|
2022-07-22 10:39:40, 1029 ნახვა
საზოგადოება
სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში თხევადი შპალიერის საწარმო ამოქმედდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მარაბდაში კომპანიის ,,ჯორჯიან იდეა ფიქს გრუპი’’ თხევადი შპალერის საწარმო სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა. საწარმოს მოწყობისათვის ინვესტიციის მოცულობამ 220,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 170,000 ლარზე მეტია. პროდუქცია გამიზნულია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზარისათვის. კომპანიაში ,,ჯორჯიან იდეა ფიქს გრუპი’’ წარმოების პროცესს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერი ნოდარ კერესელიძე გაეცნენ. „სოფლის განვითარების სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების განვითარების ხელშეწყობა. კომპანია ,,ჯორჯიან იდეა ფიქს გრუპი’’ ჩვენი სააგენტოს ბენეფიციარია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საწარმოში იწარმოება თხევადი შპალერი, რომელიც მეორადი გადამუშავების პროდუქტია. მსგავსი მიდგომების დამკვიდრება ჩვენი სააგენტოსათვის პრიორიტეტულია“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერ ნოდარ კერესელიძის განცხადებით, გაეროს განვითარების პროგრამამ, ევროკავშირის დაფინანსებით განახორციელა საგრანტო პროგრამა სოფლად არსებული ბიზნესებისათვის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა არაერთი საწარმო. საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მთავარი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაცია, შემოსავლების ზრდა, სოციალური ცხოვრების დონის ამაღლება, ასევე გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა. „სოფლის განვითარების პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს. სოფლის განვითარების პროგრამა ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.
რუსმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარმოების კოკა-კოლა, ნაბეღლავი
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია
პენსი - სანქციების მოხსნა წარმოადგენს გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის მემკვიდრეობისა და აშშ-ს ლიდერობის ღალატს
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)