|
2022-07-21 12:52:12, 558 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე ნედ პრაისის განცხადებაზე - ვაითუ, კარგად არ არის ინფორმირებული
ვაითუ, კარგად არ არის ინფორმირებული ამ შემთხვევაში ან რაღაც მისკომუნიკაციას აქვს ადგილი, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის კრიტიკულ განცხადებას. სარჯველაძე არ თვლის, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მიმართ გაკეთებული განცხადება იყო "უბედურება ან კანონდარღვევა", არამედ, მისიე თქმით, მეგობრებს შორისაც შეიძლება არსებობდეს გარკვეული უთანხმოება, რაზეც ლაპარაკი აუცილებელია. "ვაითუ, კარგად არ არის ინფორმირებული ამ შემთხვევაში ან რაღაც მისკომუნიკაციას აქვს ადგილი კვლავ. მე არ მგონია, რომ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ელჩზე თავდასხმას. ამას მე, სიმართლე გითხრათ, ვერ დავეთანხმები და ეს არ მგონია სწორი შეფასება. რაც შეეხება იმ საკითხებთან გაჩენილ დისკუსიას, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა, ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ გამოვიდა მოსამართლე, თქვა ასეთი რამ, რაც თქვა. საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, ცალკეულ პოლიტიკოსებსაც გაუჩნდათ კითხვები ამასთან დაკავშირებით. ნედ პრაისის განცხადებამდე ვთქვი, რომ კარგი იქნება, ღრუბელი გაიფანტოს ამ მიმართულებით. მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ადგილი აქვს უბედურებებს, კანონდარღვევებს და ა.შ. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ თავად ელჩის განმარტებები იყო ისეთი, რომელიც იყო ამ ყველაფრის ამხსნელი იმ თვალსაზრისით, რომ მეგობრებს შორისაც შეიძლება არსებობდეს გარკვეული უთანხმოება, განსხვავებული ხედვები და ამასთან დაკავშირებით აუცილებელია ლაპარაკი",- განაცხადა სარჯველაძემ. ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა საქართველოზე საუბრისას აღნიშნა,რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მან ასევე "დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები" უწოდა კელი დეგნანის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს.
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
თიბისი ემიგრანტებისთვის - რა პროდუქტებს სთავაზობს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს
21 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, თელავში 22 მეწარმე გადამზადდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)