|
2022-07-20 11:09:21, 459 ნახვა
საზოგადოება
მაჭახელას ეროვნულ პარკში საერთაშორისო სტანდარტის საგამოფენო სივრცე გაიხსნა!
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით მაჭახელას ეროვნულ პარკში გახსნილი ახალი საგამოფენო სივრცე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ დაათვალიერა. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ანნა ჩერნიშოვა ესწრებოდნენ. „გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი - მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში მოეწყო თანამედროვე სტანდარტის საგამოფენო სივრცე, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის მომხმარებელზე. აქ მოსულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ. ასეთი ტიპის ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ვიზიტორთა დაინტერესებას კონკრეტული რეგიონით, რაც დადებითად ისახება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ. საგამოფენო სივრცეს საინფორმაციოსთან ერთად, საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს. თანამედროვე საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ისტორიული არტეფაქტები და მაჭახელას ხეობის უნიკალური კულტურისა და ბიომრავალფეროვნების ნიმუშები. ვიზიტორები უკეთ გაეცნობიან მაჭახელას ხეობის ისტორიასა და კულტურას და შეძლებენ მათთვის საინტერესო მარშრუტის დაგეგმვას. ვიზიტორები მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას, ინტერაქტიულ რეჟიმშიც შეძლებენ. საგამოფენო დარბაზის მოწყობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორციელდა. “მაჭახელას ეროვნული პარკი ტურისტული თვალსაზრისით ნამდვილად საოცარი ადგილია, თავისი არაჩვეულებრივი ბუნების გამო. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით დაარსდა ტურისტული ცენტრი და საგამოფენო სივრცე აქ. იმედი მაქვს, რომ ვიზიტორები ესტუმრებიან და ისინი ნამდვილად შეიტყობენ უფრო მეტს ამ ადგილის შესახებ, რომელიც საქართველოს სამოთხის ნაწილია” - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანნა ჩერნიშოვამ. საგამოფენო სივრცის პროექტი საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა, ხოლო მის ტექნიკურ შესრულებაში „მტირალასა და მაჭახელას დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია“ ჩაერთო.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)