13:00 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 19:21:18, 1250 ნახვა

პოლიტიკა
ვატო წერეთელი პროკურატურაში მივიდა

მაინტერესებს საქმე ჩემი საჩივრის საფუძველზე აღიძრა თუ ოხანაშვილის. - განაცხადა ტელეკომპანია "პირველის" დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა  გამოკითხვაზე პროკურატურაში მისვლის დროს.

მისივე თქმით, პროკურატურა ვერ გადაახტება ამ ინციდენტს, აღბეჭდილია კადრებად, მთავარია მოითხოვს და საზოგადოება თვითონ შეაფასებს ჯგუფურ თავდასხმას.

"პირველ რიგში, მაინტერესებს ჩემი საჩივრის საფუძველზე აღიძრა საქმე და ამაზე მოვედი გამოსაკითხად, თუ დღეს მოვისმინე, რომ ანრი ოხანაშვილს შეუტანია საჩივარი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი მხრიდან ვარ დაბარებული. პროკურატურა ვერ გადაახტება ამ ინციდენტს, აღბეჭდილია კადრებად, მთავარია მოითხოვს და საზოგადოება თვითონ შეაფასებს ჯგუფურ თავდასხმას.

ნება აუცილებლად იქნება, ნიკა გვარამიაც გარეთ იქნება ძალიან მალე და მის ოჯახთან ერთად იქნება. პროკურატურას ნება აქვს თუ არ აქვს, მოუწევს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და ვერ შემოდებს თაროზე, იმიტომ რომ კარგად უნდა ესმოდეს პროკურატურას, რომ ეს მოხდა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, მივმართავ იმ მოსამართლესაც, კლანის წევრს, რომ ძალიან კარგად იცით ყველაფერი როგორ ხდება და როგორ აკეთებთ, მაგრამ ეს მოხდა აშშ-ს ტერიტორიაზე, ამიტომ მოსამართლესაც მივმართავ, რომ ფრთხილად იყავით". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,რომ "ტვ პირველის" დირექტორის, ვატო წერეთელის განცხადებით,  ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, თვითმხილველების თვალწინ, სახეში გაარტყა. თავდასმხმელთა რიგებში იყვნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ზარქუა და ბექა ოდიშარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics