|
2022-07-19 15:33:14, 1024 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - ივანიშვილის ხელისუფლება დამარცხებულია, რადგან დაგორებულ ლოდს ვერაფერი ააგორებს უკან
იცით ალბათ, გლოვის 5 სტადია არსებობს, ბიძინა ივანიშვილი არის სწორედ ახლა, საკუთარი ხელისუფლებისა და ძალაუფლების გლოვაში, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, მის პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც ბიძინა ივანიშვილი "გლოვის მეხუთე სტადიას" მიაღწევს, საზოგადოება მზად უნდა იყოს, რათა მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა. "ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დამარცხებულია, ეს არის შეუქცევადი ამბავი, რადგან დაღმართზე დაგორებულ ლოდს ვერაფერი ააგორებს უკან. ეს გამორიცხული ამბავია. იცით ალბათ, გლოვის 5 სტადია არსებობს, ბიძინ ა ივანიშვილი არის ახლა საკუჯთარი ელისუფლების ლბში იცით ალბათ, გლოვის 5 სტადია არსებობს, ბიძინა ივანიშვილი არის სწორედ ახლა, საკუთარი ხელისუფლებისა და ძალაუფლების გლოვაში. პირველი სტადია იყო უარყოფა. გვახსოვს ყველას წივილი-კივილი სანქცია არა, ყველაფერი მოხდა და უარყოფის სტადიამ გადაინაცვლა ბრაზის სტადიაში. ახლა ვართ ბრაზის სტადიაში. ეს დაჭერები, გოგაშვილის დაჭერა. ეს არის ბრაზის, თავისთავად ცხადია და ეს არის სახიფათო სტადია. შემდეგი იქნება ვაჭრობის სტადია. ეს ისეთი პარადიგმაა ხუთსვლიანი, რომელიც არავის არ დაურღვევია არასდროს. ეს ისეთი პარადგიმაა, რომ არავის დაურღვევია არასდროს, ვერც ერთ სულიერს, და ვერ დაარღვევს ვერც ბიძინა ივანიშვილი. ვაჭრობის სტადია იქნება ყველა მიმართულებით. ევროპა ძაან რეზისტენტულია და ვიცით უკვე, რომ ვინც რუსეთთანაც ვაჭრობდა ისინი უკვე აღარ არსებობენ და ივანიშვილი ვიღას უნდა. მთავარია ჩვენ არ შევიდეთ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილზე უკეთესი ვაჭარი ნამდვილად არ არის ამ ქვეყანაში, თუ რამეში არის ჩემპიონი, ამაში არის და ჩვენ ვერ მოვიგებთ ბიძინა ივანიშვილს ვაჭრობაში. ბიზანტიურ ქცევის წესებში ვერ მოვუგებთ ვერასდროს. ზიგზაგებში ვერ მოვუგებთ. ხისტად, სწორხაზოვნად და სიმართლისთვის - ასე უნდა ვმოძრაობდეთ. შემდეგი სტადია იქნება დეპრესია იმიტომ რომ ამ ვაჭრობაში ის წააგებს. ჩვენთან ვიღაცეები რომც აყვნენ, მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ ჩვენთან აღარ წყდება ივანიშვილის ბედი მეგობრებო, აღარ. და დეპრესიის მერე იქნება მიღება და შეგუება. ეს აუცილებლად ასე იქნება. აუცილებლად! ამ დროისთვის ჩვენ მზად უნდა ვყოთ. მზად უნდა ვიყოთ ველაპარაკოთ ერთადერთ რამეზე - ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემაზე. ეს არის ერთადერთი, რაზეც ღირს ლაპარაკი და აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ იმიტომ, რომ კი, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ბევრი სხვა ფორმით, მაგრამ ეს დაჯდება ძალიან ძვირი ქვეყნისთვის. ისტორიულად უმძიმესი ფასის გადახდა შეიძლება მოგვიწიოს, მაგრამ ჩვენ ეს არ გვინდა, ამიტომ მთავარი გზავნილი უნდა იყოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, ამაზე უფრო დეოლიგარქიზაცია არ არსებობს",- განაცხადა გვარამიამ. ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა მიმდინაორებს. სხდომას, სადაც სააპელაციო სასამართლო მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გამოტანილ განაჩენს გადახედავს, თავად ნიკა გვარამიაც ესწრება. შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)