|
2022-07-18 14:50:11, 594 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობასთან დაკავშირებით პროცესი იქნება გამჭვირვალე
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, რაჭაში, სამონადირეო მეურნეობის შექმნასთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზიის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა. „დავიწყებ იმით, რომ არ მომხდარა ტერიტორიების გასხვისება, საუბარი არ არის გასხვისებაზე, არამედ, საუბარია კომპანიისთვის სალიცენზიო პირობების შესაბამისად გარკვეული უფლებამოსილების გადაცემაზე, რომელსაც ახლავს ძალიან ბევრი ვალდებულება. პირველი, რაც უნდა აღინიშნოს - ინფორმაცია, თითქოს მოსახლეობას არ ექნება უფლება ტყეში შესვლის და სხვადასხვა რესურსით სარგებლობის, არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ ეს შეგვიძლია ვნახოთ სალიცენზიო პირობებში. არავითარ შემთხვევაში არ იზღუდება მოსახლეობის უფლება, თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, მოიპოვოს არამერქნული რესურსი. გარდა ამისა, ლიცენზიის პირობებით, ლიცენზიანტს აქვს ვალდებულება, რომ დაიცვას ტყე უკანონო ტყითსარგებლობისგან, ხანძრისგან, დაიცვას ჰაბიტატები, სახეობები; ასევე, განახორციელოს ინვესტიცია პირველი 5 წლის განმავლობაში მინიმუმ 5 მილიონი ლარის ფარგლებში და, ამ ინვესტიციის ფარგლებში, განავითაროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც უნდა დაასაქმოს ადგილობრივი მოსახლეობა. სალიცენზიო პირობებში პირდაპირი ვალდებულებაა, რომ 80 პროცენტი დასაქმებულების უნდა იყოს ადგილობრივი. შესაბამისად, ვფიქრობთ, სალიცენზიო პირობები უზრუნველყოფს იმას, რომ დავიცვათ ტყე და ჩვენი ბუნებრივი რესურსები და, ამავდროულად, შევქმნათ ადგილობრივი მაცხოვრელებისთვის პირობები და ეკოტურისტული მიმართულების განვითარების შესაძლებლობები. ეს არ არის პირველი შემთხვევა. კომპანია ვალდებულია, ლიცენზიის აღებიდან ერთი წლის განმავლობაში წარმოადგინოს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა; მანამდე კომპანიას არა აქვს უფლება ღონისძიებები გაატაროს, გარდა ტყის დაცვითი ღონისძიებებისა. წარმოდგენილი უნდა იყოს სრული ნუსხა, თუ რის გაკეთებას აპირებს, როგორ იქნება ის პროექტები, რომელსაც ის განახორციელებს და რა იქნება თანამონაწილეობა“. - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრის განმარტებით, 2003 წლიდან 16 სამონადირეო მეურნეობაზე არის გაცემული ლიცენზია ქვეყნის მასშტაბით და ყველა შემთხვევაში კომპანია ლიცენზიის აღების შემდეგ წარმოადგენს მართვის გეგმას, რომელსაც განიხილავს სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება. ოთარ შამუგიას განცხადებით, ამ პროცესში მაქსიმალურად ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული პირი და ადგილობრივი მოსახლეობა. „მათთან შეთანხმებით უნდა შედგეს ის გეგმა, რომელიც შემდგომ უნდა განახორციელოს ლიცენზიის მფლობელმა. შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესები. ეს პროცესი იქნება ღია, გამჭვირვალე. პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა - ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა, რათა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მათი ინტერესები“. - განაცხადა ოთარ სამუგიამ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)