2022-07-15 21:05:19, 1396 ნახვა
პოლიტიკა
სტანო - საქართველო მიიღებს ყველაფერს, რასაც ევროკავშირი დაჰპირდა, რადგან ასეთია ჩვენი ბუნება
საქართველო მიიღებს ყველაფერს, რასაც ევროკავშირი დაჰპირდა, რადგან ასეთია ჩვენი ბუნება - გაცემულ პირობებს ვასრულებთ. - განაცხადა ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.
მისივე თქმით, ანალიტიკური ანგარიში დეკემბრისთვის მომზადდება, გაფართოების პაკეტი 2023 წლისთვის.
"საქართველო მიიღებს ყველაფერს, რასაც ევროკავშირი დაჰპირდა, რადგან ასეთია ჩვენი ბუნება - გაცემულ პირობებს ვასრულებთ. ევროპულმა საბჭომ ევროკომისიას სთხოვა, ჩაერთო უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გაფართოების პაკეტში. ეს პაკეტი ძირითადად ქვეყნდება შემოდგომით, ყოველ წლიურად, მომზადების პერიოდი კი გაზაფხულზე იწყება". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,