2022-07-15 19:35:23, 1175 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის დაზვერვა - ბახმუტი იქნება რუსების შემდეგი სამიზნე, თუ ისინი დაიკავებენ სევერსკს
ბახმუტი იქნება რუსების შემდეგი სამიზნე, თუ ისინი დაიკავებენ სევერსკს. - განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვამ.
მათივე თქმით, ზმეინის კუნძულიდან გაქცევის შემდეგ, რუსეთი ცდილობს უარყოს, რომ უკრაინამ ის თავის კონტროლქვეშ დაიბრუნა.
"რუსული არმია ნელა მიიწევს დასავლეთისკენ - ლისიჩანსკიდან სევერსკზე, დაბომბვისა და სადაზვერვო შეტევების შემდეგ, რათა გზა გახსნას სლავიანსკსა და კრამატორსკზე წინსვლისთვის, რუსი ოკუპანტების შემდეგი სამიზნე ბახმუტია". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,