17:04 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-08 22:28:59, 1595 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე სააკაშვილზე - არის შეფარდებული სასჯელი და ეს სასჯელი უნდა იყოს ბოლომდე მოხდილი კანონის შესაბამისად, ეს სახელმწიფოს ინტერესია

აქ პრინციპული პოზიცია არსებობს, არის შეფარდებული სასჯელი და ეს სასჯელი უნდა იყოს ბოლომდე მოხდილი კანონის შესაბამისად. - განაცხადა ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  POSTV-ის ეთერში.

მისივე თქმით,ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია და მათ შორის ეს დაკავშირებულია პირდაპირ სახელმწიფოს ინტერესებთან.

"აქ პრინციპული პოზიცია არსებობს, არის შეფარდებული სასჯელი და ეს სასჯელი უნდა იყოს ბოლომდე მოხდილი კანონის შესაბამისად. ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია და მათ შორის ეს დაკავშირებულია პირდაპირ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ინტერესებთან. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არსებობს ასეთი ცნება სისხლის სამართალში "საზოგადოებრივად საშიში", ამ ადამიანთან პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტული რისკები, მათ შორის, პოლარიზაციის გაღრმავების, გაორმაგების, ასეთ დროს ჩვენ პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყანას რა თქმა უნდა". - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ოჯახისა და ექიმების თქმით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გია ვოლსკი – ადვოკატსაც და ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ დამტკიცება, რომ პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში
სასამართლომ საქმეში არ ჩართო ღარიბაშვილის წერილი, რომელშიც მდინარაძე იყო ნახსენები
ადვოკატი: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს
ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics