2022-07-08 18:23:55, 1270 ნახვა
პოლიტიკა
კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებსა და „ემპათიას“ ექსპერტებს თავს დაესხნენ
კლინიკა ვივამედთან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას გარკვეული დაჯგუფებების მხრიდან როგორც ექსპერტების მიმართულებით, ასევე ჟურნალისტების მიმართულებით. - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
მისივე თქმით,სამწუხაროდ, ამაზე, პოლიციის ეკიპაჟი არ რეაგირებდა ადეკვატურად.
"კლინიკა ვივამედთან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას გარკვეული დაჯგუფებების მხრიდან როგორც ექსპერტების მიმართულებით, ასევე ჟურნალისტების მიმართულებით. რაც ყოფლად დაუშვებლად მიმაჩნია და სამწუხაროდ, ამაზე, პოლიციის ეკიპაჟი არ რეაგირებდა ადეკვატურად. ასეთ სიტუაციაში, შეკითხვა მინდა დავსვა თუკი ჩვენზე ახორციელებენ ამდაგვარ ქმედებას გარკვეული, არ ვიცი რა დავარქვა, ელემენტები, როგორი იქნება სააკაშვილის პატიმრობის პირობები". - განაცხადა ჯიშკარიანმა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე უკვე დაკავებულია ერთი პირი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,