|
2022-07-08 13:24:36, 712 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას
ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოება ხედავს ზოგიერთი უკრაინელი და ქართველი პოლიტიკოსების შეხმატკბილებულ კამპანიას, რაც საქართველოს დისკრედიტაციას გულისხმობს. „რაც შეეხება ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის ტანდემს ქართველ პოლიტიკოსებთან, ვხედავთ, როგორ მიდის ერთმანეთთან შეხმატკბილებული კამპანია, რაც სინამდვილეში საქართველოს დისკრედიტაციას გულისხმობს. ჩვენ ვხედავთ წარმოშობით ქართველს უკრაინაში და ქართველებს საქართველოში, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ქვეყნის დისკრედიტირებას. შეიძლება ჩამოწეროს და გაიხსენოს ადამიანმა, რამხელა კამპანიები იყო ატეხილი. ხან სამხედრო თვითმფრინავმა გადაუფრინა თურმე საქართველოს, რაც აღმოჩნდა ტყუილი, რძის პროდუქტებთან დაკავშირებული ამბავი აღმოჩნდა ტყუილი, რამდენი გემი შემოვიდა თუ გავიდა, რაც ასევე აღმოჩნდა ტყუილი. საბოლოო ჯამში საკუთარ სამშობლოს აბრალებენ და აბრალებენ დანაშაულებს, მათ შორის ისინი, რომლებიც არიან ხალხის რჩეულები, ამ ქვეყნის პარლამენტის წევრები და საკუთარ სამშობლოს აბრალებენ დანაშაულების ჩადენას და ოკუპანტთან თანამშრომლობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხალხის არჩეულია და მისი მიზანში ამოღება ქართველი ხალხის მიზანში ამოღებას ნიშნავს. „ის, ვინც ებრძვის საქართველოს ხელისუფლებას, ებრძვის ქართველ ხალხს. ეს ჭეშმარიტებაა ნებისმიერი დემოკრატიისთვის, და იმის მცდელობა, რომ ეს გაიმიჯნოს, არის რუსული პროპაგანდა. ის, რასაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ, იმავე მეთოდს იყენებს უკრაინის ერთ-ერთი პოლიტიკოსი საქართველოს წინააღმდეგ. ჩვეულებრივი რუსული მეთოდია ხალხისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნა. ამ ხალხმა ეს ხელისუფლება არათუ აირჩია და მისცა მანდატი, არამედ ეს მანდატი დაადასტურა კიდეც რამდენიმე თვის წინ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს სხვანაირი ინტერპრეტირება ამის შეუძლებელია დემოკრატიული გაგებით. ის ვინც არადემოკრატიული გაგებით ფიქრობს, ის ნამდვილად ცდილობს ერთმანეთისგან გამიჯნოს ხალხი და ხელისუფლება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გია ვოლსკი – ადვოკატსაც და ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ დამტკიცება, რომ პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში
სასამართლომ საქმეში არ ჩართო ღარიბაშვილის წერილი, რომელშიც მდინარაძე იყო ნახსენები
ადვოკატი: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს
ვახო სანაიას დაკავება კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)