17:36 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-06 18:43:56, 1116 ნახვა

პოლიტიკა
შუახევში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

შუახევში, მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მერის მოადგილე გურამ ზოიძე, სამსახურის ხელმძღვანელები და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის: მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მიმდინარე  წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულება, სოციალური, ინფრასტრუქტურული და საამშენებლო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების მიმდინარეობა.

სხდომა  კითხვა-პასუხისა რეჟიმში წარიმართა. ომარ ტაკიძემ, საბჭოს წევრების მიერ დასმულ  შეკითხვებს უპასუხა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიზანია მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელების პროცესში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისია: ევროკავშირი აკვირდება სარჩელს, რომელიც საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ეხება
კახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ
საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებით
გია ვოლსკი – ადვოკატსაც და ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ დამტკიცება, რომ პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics