2022-07-02 12:26:19, 1311 ნახვა
სხვადასხვა
ღმერთი მოგკითხავთ ომში მყოფი ქვეყნის ასე დაჩაგვრას - ანტიუკრაინული ისტერიის შესახებ
![]() გუშინ კალათბურთში უკრაინის ნაკრების ლატვიელი მწვრთნელი აინარს ბაგაცკისის ჟესტმა ნამდვილი ანტიუკრაინული კამპანია გამოიწვია, ძირითადად ხელისუფლების მომხრეები, უკრაინას აუგად მოიხსენებდნენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის სოციალურ გვერდზე მრავალი დამამცირებელი კომენტარები დაგროვდა. ყველა კომენტარი უკრაინის წინააღმდეგ იქნა მიმართული. პოსტივის სოციალური ქსელის გვერდზე, კი უკრაინის მიმართ შეურაცმყოფელი განცხადებების სერია წავიდა. ამ ანტიუკრაინულ ისტერიას ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გამოეხმაურა. "ესე იგი, ჩვენი ხელისუფლების უბრალო მოხმრეებს, თუ ბრალიან პროპაგანდისტებს ერთი სული აქვთ უკრაინას რამე შეეშალოს, ფეხი წაუცდეს, რომ გალანძღონ და აგინონ. ასე რამ შეგაძულათ ეს ქვეყანა? "ვინც კი მუშაობთ POSTV - ანალიტიკა - ზე კონკრეტულად, ხართ განურჩევლად ნაბიჭვრები, სამ ოთახიან ბინასა და ნისან ტიიდაზე დახამებული ნაბიჭვრები. ესე იგი, საქართველო-უკრაინის საკალათბურთო მატჩში, რომელიც უკრაინამ მოიგო, მოხდა ასეთი ამბავი, უკრაინის ნაკრების ლ ა ტ ვ ი ე ლ ი მწვრთნელი აინარს ბაგატსკისი თამაშის დასრულების შემდგომ, უხამსი ჟესტით გამოირჩა, ნუ ამას დამატებული რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ილიას ზუროსს ხელი არ ჩამოართვა. ეს კადრები კი გადააზიარა ქართულმა მედია-ტუალეტმა პოსტვ-მ, პროვოკაციული სათაურით, ყველანაირი ჩაზუსტებების გარეშე, მერე შეიყარა ბოტების არმია და წავიდა კომენტარებში მასობრივი ანტი-უკრაინული პროპაგანდა - ეს "ხახოლები", "ჩვენი მოძმე ერი ესენი არ არიან!" და ა.შ. ცხადია, არაინფორმირებულ ადამიანს დააბნევს ვითარება თავად და ვინც კალათბურთში და განსაკუთრებით სანაკრებოში არ არის ჩახედული, ვერ ეცოდინებათ ბაგატსკისის ეროვნება და არც ის ეცოდინებათ რომ თავად ტიპაჟია სკანდალისტი და ა.შ. კალათბურთელებს შორის, რომლებიც მართლა წარმოადგენენ საქართველოს და უკრაინას, არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა, პირიქით, საკმაოდ თბილადაც დაემშვიდობნენ ერთმანეთს. რასაც ეგ ტელევიზია აკეთებს არის შუღლის ხელოვნურად გაღვივება, დამახინჯებული ისტორიის მეშვეობით, თან პოლიტიკური ანალიტიკის გვერდზე, როდესაც სუფთა სპორტული ამბავია, თან სპორტული კონტენტი გაქვთ ცალკე, იქ რომ დაგედოთ, სწორი სათაურით არ მოისურვეთ და რატომ? - იმიტომ რომ ხართ ამაზრზენები, ჰოდა, სანამ პოლიტიკური ანალიტიკის ფეიჯიდან არ გააქრობთ მაგ ვიდეოს და სათაურს, მანამდე არ დავიღლები თქვენი ლანძღვით. ვულოცავ უკრაინას გამარჯვებას და ბაგაცკისი ჩვეულებრივი იდიოტია, მეტი რაღა ვთქვა." - დაწერა თამაზ ელიზბარაშვილმა. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინას ლატვიაში დაუპირისპირდა. მატჩი უკრაინელების გამარჯვებით, 79:66 დასრულდა. საფინალო სირენის შემდეგ ინციდენტი მოხდა – მეტოქის ლატვიელი მწვრთნელი აინარს ბაგაცკისი საქართველოს სათადარიგოთა სკამისკენ გაემართა, თუმცა მოულოდნელად შეტრიალდა და ჩვენი გუნდის მისამართით უხამსი ჟესტით ქართველი კალათბურთელების გაღიზიანება გამოიწვია. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მწვრთნელებმა ამ ინციდენტზე არ ისაუბრეს.
ეროვნულ სკრინინგ ცენტრს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის რეგიონული ალიანსის მისია ეწვია
ნაძალადევის რაიონში კიდევ შვიდი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა
TI - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში 21 326 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ხოლო 2023 წლის იანვარ-ივნისში 6 539
დეპარტამენტი - გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 896 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა
|
ომი უკრაინაში![]() რუსებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი
![]() რუსეთის თავდაცვა - კურსკისა და კალუგის ოლქებში 11 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ
![]() უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 277 660-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
![]() ოთხი არშემდგარი რევოლუციის ფონზე მახუთე ხელისუფლებამ დაანონსა - დაშინება თუ რეალური საფრთხე
მთავარი თემა
|