21:15 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 18:34:19, 633 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-ს დეკლარაცია - ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ზომების მიღება, რათა გავაძლიეროთ მხარდაჭერა ბოსნიასთვის, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკისთვის

ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ზომების მიღება, რათა გავაძლიეროთ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის,- ამის შესახებ ნატო-ს სწევრი ქვეყნების ლიდერებმა, მადრიდში გამართული სამიტის ბოლოს, განაცხადეს და შესაბამისი დეკლარაცია მიიღეს.

ლიდერების გადაწყვეტილებით, დეკლარაციაში საუბარია ასევე საქართველოზე, ნატო მზადაა იმუშავოს, რათა უზრუნველყოს ქვეყნის მთლიანობა, გამძლეობა, განვავითაროს შესაძლებლობები და დაიცვათ საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა.

„ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ზომების მიღება, რათა გავაძლიეროთ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვას რესპუბლიკა. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა ვუზრუნველყოთ მათი მთლიანობა, გამძლეობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენი სამრეთის პარტნიორების შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას”,- აღნიშნულია ნატო-ს დეკლარაციაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს მადრიდში ნატო-ს ლიდერთა სამიტი გაიმართა, რომელიც, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტია უკანასკნელ წლებში.

ამასთან, დღევანდელ სამიტზე ალიანსმა ფინეთი და შვედეთი ფორმალურად მიიწვია, რომ გახდნენ ალიანსის წევრები.

იმისთვის, რომ ქვეყნები ალიანსში მიიღონ, მათი ოფიციალური განაცხადის გაკეთების შემდეგ ალიანსის ყველა ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს მათი წევრობა, რაც შესაძლოა 4 თვიდან 1 წლამდე პერიოდი გაგრძელდეს.

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
საფრანგეთის ხელისუფლებამ პოგრომების გამო კომენდანტის საათი დააწესა
საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - ყველაზე მრავალრიცხოვანი 35-39 ასაკის, ყველაზე მცირერიცხოვანი ერთ წლამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics