|
2022-06-29 11:34:18, 1047 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ბიოსფერული რეზერვატების დაარსების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ისტორიაში პირველად, UNESCO-მ ორი დაცული ტერიტორია ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა. ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში არცერთ ტერიტორიას არ ჰქონდა. ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ წარმოადგენს პირველ პრეცედენტს რეგიონის მასშტაბით. „ბიოსფერული რეზერვატის დაარსების და განვითარების პოტენციალის შესწავლა 2015 წლიდან დაიწყო. შეირჩა კახეთის რეგიონი. ევროკავშირის მხარდაჭერით, დაიწყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბიოსფერული რეზერვატის შექმნაზე შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა, განვითარდა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და ჩატარდა მთელი რიგი ღონისძიებები. ამავე დროს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, დაიწყო ანალოგიური პროცესი. ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები; რომ არა ასეთი მხარდაჭერა, შედეგის მიღება რთული იქნებოდა. შედეგად კი, 15 ივნისს იუნესკოს მიერ მიღებულ იქნა ისტორიული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. ყოველწლიურად აფართოებს დაცულ ტერიტორიებს და მიმდინარე წელს ფართობის გაზრდა კიდევ 100 ათასი ჰექტრით მოხდება. უკვე ინიცირებული კანონპროექტების თანახმად იქმნება ახალი დაცული ტერიტორიები შიდა ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ UNESCO-ს მიერ ორი დაცული ტერიტორიის ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეტანა, ქვეყნისთვის უნიკალური შესაძლებლობაა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე ტურისტული რეკრეაციული მიზნებისა და ზოგადად ლანდშაფტის დაცვის თვალსაზრისით. „ეს არის იუნესკოს მიერ აღიარებული პირველი ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში - ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი’. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის, გერმანიის მთავრობის, ზუკოვის ფონდის, GIZ-ისა და საქართველოს მთავრობის წარმატებული თანამშრომლობის შედეგი უკვე სახეზეა. პროექტის მიზანია მიწის, ბუნებისა და ბიოსფეროს ჰარმონიზება“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა, ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები, თელავის, ახმეტისა და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის დაწყების შესახებ გამოაცხადა
ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა სიმპოზიუმი სახელწოდებით „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“
ტრამპის პარტიაში მკაცრად აკრიტიკებენ მის გამონათქვამებს ზელენსკიზე
რუსეთი საქართველოს კვლავ მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ საზღვრების დემარკაციისკენ
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)