|
2022-06-28 14:53:04, 1844 ნახვა
საზოგადოება
საია - კლანის ძალაუფლების ერთ-ერთ ბერკეტს სასამართლოს თავმჯდომარეების „მბრუნავი კარის“ სისტემით დანიშვნა წარმოადგენს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის 2021 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიში მოიცავს 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგებს და მიზნად ისახავს, გამოავლინოს საბჭოს მუშაობის დადებითი თუ უარყოფითი ტენდენციები და ამგვარად ხელი შეუწყოს ამ უწყების ეფექტიანობის, მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის ხარისხის გაზრდას. „საბჭოს მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა, რომ სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ კლანური მმართველობაა. იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოს შემადგენლობაში, როგორც წესი, მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები ხვდებიან, ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს კანონში წლის ბოლოს ნაჩქარევად შესული ცვლილება, რომლითაც ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე პირის საბჭოს წევრად არჩევის აკრძალვა გაუქმდა. 2021 წლის ივნისის შემდეგ საბჭო 5 არამოსამართლე წევრის გარეშე, 10-კაციანი შემადგენლობით აგრძელებს მუშაობას. არამოსამართლე წევრების შესარჩევად პარლამენტს კონკურსიც კი არ გამოუცხადებია. დღესდღეობით, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე წევრთა სრული უპირატესობით, არამოსამართლე წევრების ჩართულობის გარეშე, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კორპორატივიზმს საბჭოში. პრობლემურია მოსამართლეთა დანიშვნა/ნომინირების საკითხიც - მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა და უკონკურსოდ გადაყვანა, მოსამართლეების მივლინების შეცვლილი წესი, „კლანისთვის“ მნიშვნელოვანი ბერკეტია გავლენის მოსაპოვებლად. უზენაესი სასამართლოს შერჩევის წესში დასაბუთების მექანიზმის ჩადებამ, ღია კენჭისყრამ, გამჭვირვალობის გაზრდამ და გასაჩივრების შესაძლებლობის გაჩენამ საბჭოს ხელი ვერ შეუშალა, კანდიდატები ლოიალობის ნიშნით შეერჩია. „კლანი“ საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ხმების 2/3-ს აკონტროლებს, რაც საშუალებას აძლევს მას თანამდებობებზე მისთვის მისაღები პირები დანიშნოს. კლანის ძალაუფლების ერთ-ერთ ბერკეტს სასამართლოს თავმჯდომარეები წარმოადგენენ. მათი დანიშვნისას საბჭო იყენებს ე.წ. „მბრუნავი კარის“ სისტემას. ამ მექანიზმის მეშვეობით კლანის ყველა გავლენიან წევრს სასამართლო სისტემაში მუდმივად უჭირავს მნიშვნელოვანი თანამდებობა. ისინი ამ თანამდებობებს ერთმანეთს უცვლიან, რაც სხვა მოსამართლეებს მენეჯმენტში ჩართვის შესაძლებლობას არსებითად უმცირებს. თავმჯდომარეთა ქაოსური, ბუნდოვანი დანიშვნის პრაქტიკა 2021 წელსაც გაგრძელდა. ასევე, კვლავ ჭიანურდება დისციპლინური სამართალწარმოების ვადები: საბჭოს 2021 წელს შეტანილი არცერთი საჩივარი არ განუხილავს. ამ ფონზე დეკემბრის ბოლოს მიღებული ცვლილებებით პარლამენტმა დისციპლინური სამართალწარმოების ვადები გაანახევრა, ასევე შეამცირა საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმი. ცვლილებები ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ისინი მიმართული იყო ინდივიდუალური მოსამართლეების წინააღმდეგ, სისტემაში განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ანგარიში მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებსაც, თუმცა, საია-ს აზრით, ამ რეკომენდაციების აღსრულებას მხოლოდ იმ პირობებში შეუძლია შედეგის მოტანა, თუ საბჭოში „კლანი“ ვეღარ გააკონტროლებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს”,- აღნიშნულია ანგარიშში. მონიტორინგის შედეგები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ საია-ს დოკუმენტში.
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)