|
2022-06-28 12:16:59, 997 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ 6 წლის იუბილე აღნიშნა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსებიდან 6 წელი გავიდა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას, რომელმაც წელს ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო, იუბილე თავდაცვის უწყების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიულოცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სკოლისთვის აკრედიტაციის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ისტორიული მოვლენა ნატოსთან თავსებადობისა და ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯია. გარდა ამისა, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი, ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერი პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მარია ქრისტინა ვან კოლდამი და სლოვაკეთის ელჩის მოადგილე, ზუზანა პალოშოვა. ღონისძიების დასასრულს, სკოლის აკრედიტაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ - სკოლის დირექტორი თეა ნიკოლაშვილი და მისი მოადგილე ნიკოლოზ მელქაძე. „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წლის 28 ივნისს პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა. მიმდინარე წლის ივნისში სკოლამ ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო და ამ მნიშვნელოვანი ფაქტით საქართველო გახდა პირველი პარტნიორი ქვეყანა რეგიონში ნატოს მიერ აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებით. აკრედიტაციის დასკვნაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ სკოლის საქმიანობა 100%-ით თავსებადია ნატო-ს ხარისხის მართვის სისტემასთან. ნატოს მიერ უმაღლესი ქულით შეფასდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის სასწავლო პროგრამები, ორგანიზაციული მართვის ციკლი და სკოლის საქმიანობის სარგებელი ნატოსთვის, ვინაიდან სკოლა ამზადებს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლებს, არამედ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებსაც. სკოლა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც საქართველოში მოვლენილი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. სკოლის მისიაა უწყებაში პროფესიული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა, მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთიანი აღქმის ჩამოყალიბების მხარდაჭერა, საქართველოს უსაფრთხოების სექტორს, რეგიონსა და ნატოს პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. ეტაპობრივად, სკოლა გეგმავს, შავი ზღვის რეგიონის მასშტაბით ცოდნის ცენტრად ჩამოყალიბდეს”,- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
უკრაინის დარტყმებს შესაძლოა Yandex-ის სამივე სუპერკომპიუტერი გამოეყენებინა
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის დაწყების შესახებ გამოაცხადა
ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა სიმპოზიუმი სახელწოდებით „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“
ტრამპის პარტიაში მკაცრად აკრიტიკებენ მის გამონათქვამებს ზელენსკიზე
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)