22:08 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 21:41:06, 1367 ნახვა

პოლიტიკა
ქაცარავა - ოკუპანტები ხურვალეთში ახალ საგუშაგოს აშენებენ

კი ხართ კოლაბორაციონისტები, მაგრამ ცოტა ეროვნული სისხლი არ შემოგრჩათ. - განაცხადა "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრმა დავით ქაცარავამ.

მისივე თქმით, ოკუპანტები ხურვალეთში ახალ საგუშაგოს აშენებენ.

" ჩვენი დღევანდელი პატრულირებისას ხურვალეთში, ორკების "მუშაობის" ჯერჯერობით არასრული შედეგი ვიხილეთ.
ორკები აშკარად ახალ საგუშაგოს აშენებენ, რითაც მოსახლეობის ფსიქოლოგიურ ტერორს გააგრძელებენ.

ასევე, ორკები აძლიერებენ კირბალის თავზე არსებულ საგუშაგოს, სადაც ასევე ფაქტობრივად დასრულდა ორკპოსტის მშენებლობა, თუმცა ამ ეტაპზე შენდება ანალოგიური ქვის ზღუდეები, როგორსაც ვხედავთ ხურვალეთში.

ერთი პატარა სანქცია მაინც მოითხოვეთ "სასჯელის" სახით რუსებისთვის, მხოლოდ ცხელი ხაზით არ შემოიფარგლოთ, გთხოვთ...
კი ხართ კოლაბორაციონისტები, მაგრამ ცოტა ეროვნული სისხლი მაინც არ შემოგრჩათ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქაცარავას ინფორმაციით, პარალელურად ოკუპანტები კირბალის თავზე არსებულ საგუშაგოს აძლიერებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
საფრანგეთის ხელისუფლებამ პოგრომების გამო კომენდანტის საათი დააწესა
საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - ყველაზე მრავალრიცხოვანი 35-39 ასაკის, ყველაზე მცირერიცხოვანი ერთ წლამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics