22:49 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-27 16:40:08, 1528 ნახვა

პოლიტიკა
სტოლტენბერგი - ჩვენი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მივიღებთ

ჩვენ გავაღრმავებთ თანამშრომლობას ნატო-ს უახლოეს პარტნიორებთან,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, სამიტში მონაწილეობას მიიღებს საქართველო და ევროკავშირი. შესაბამისად მხარდაჭერის ახალ პაკეტებსაც მიიღებს.

„ჩვენ გავაღრმავებთ თანამშრომლობას ნატო-ს უახლოეს პარტნიორებთან. მივესალმები, რომ ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და კორეის რესპუბლიკა პირველად შემოგვიერთდებიან ჩვენს სამიტზე. მონაწილეობას მიიღებს საქართველო და ევროკავშირიც.

ჩვენ მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორების საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას და მოლდოვას რესპუბლიკისთვის. ასევე მავრიტანია და ტუნისი.

ჩვენ ასევე მიზნად ვისახავთ პროგრესს მივაღწიოთ ფინეთისა და შვედეთის ისტორიულ განაცხადებს ნატო-ში წევრობისთვის”,- განაცხადა სტოლტენბერგმა

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ქალაქ მადრიდში 28-30 ივნისს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
საფრანგეთის ხელისუფლებამ პოგრომების გამო კომენდანტის საათი დააწესა
საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - ყველაზე მრავალრიცხოვანი 35-39 ასაკის, ყველაზე მცირერიცხოვანი ერთ წლამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics