22:49 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-25 13:51:42, 1037 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - შიგნიდან ასეთი მწყობრი და ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობა, აუცილებლად მიგვიყვანს დეოლიგარქიზაციისკენ

დეოლიგარქიზაციას სჭირდება კონკრეტული გეგმა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გუშინ სახალხო მოძრაობისგან და რომელსაც აღვუთქვამთ სრულ მხარდაჭერას. - განაცხადა პარტია "დროა"-ს ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, შიგნიდან ასეთი მწყობრი და ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობა, აუცილებლად მიგვიყვანს დეოლიგარქიზაციისკენ და ევროპული მომავლისკენ.

"დეოლიგარქიზაციას სჭირდება კონკრეტული გეგმა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გუშინ სახალხო მოძრაობისგან და რომელსაც აღვუთქვამთ სრულ მხარდაჭერას. ეს არის პირველი ნაბიჯი, მოთხოვნა ხელისუფლების, მთავრობის გადადგომის. ღარიბაშვილის და იმ გუნდის, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ჩვენი ქვეყანა. არავის აქვს ილუზია, რომ მხოლოდ მთავრობის გადადგომა არის დეოლიგარქიზაციის დასასრული. ამას უნდა მოჰყვეს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ინსტრუმენტი იმ ვალდებულებების შესრულების, რომელიც ჩვენ მკაფიოდ დაგვისახა ევროკავშირმა და ასევე, რა თქმა უნდა ამ 12 პუნქტის ნაწილია სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა, იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში დამკვიდრდეს სამართლიანი არჩევნები. ეს არის მკაფიო გეგმა. ეს ორი პროცესი - გარედან ზეწოლა დემოკრატიისთვის, ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის სანქცირება ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის, შიგნიდან ასეთი მწყობრი და ერთიანი წინააღმდეგობის მოძრაობა, აუცილებლად მიგვიყვანს დეოლიგარქიზაციისკენ და ევროპული მომავლისკენ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აქციაზე გაჟღერდა მოთხოვნა, რომ უნდა გადადგეს ღარიბაშვილი და მისივე მთავრობა, მათ ბიძინა ივანიშვილს ერთ კვირიანი ვადა მისცეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
საფრანგეთის ხელისუფლებამ პოგრომების გამო კომენდანტის საათი დააწესა
საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - ყველაზე მრავალრიცხოვანი 35-39 ასაკის, ყველაზე მცირერიცხოვანი ერთ წლამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics