23:37 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 14:23:19, 1058 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - უკრაინამ და მოლდოვამ, სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი მიიღეს, არ გვშურს მათი წახალისების

უკრაინამ და მოლდოვამ, ევროპული პერსპექტივა და სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი მიიღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა,  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, უკრაინა არის უმძიმეს ომში, მოლდოვაც ასევე მძიმე მდგომარეობაში.ამიტომ ნამდვილად არ შურს ამ წახალისების.

„მინდა მივულოცო კიდევ ერთხელ უკრაინასა და მოლდოვას, მათ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და მიიღეს სტატუსიც, როგორც წამახალისებელი, ვიტყოდი მე საჩუქარი. მე ვულოცავ მათ ამ აღიარებას, მინდა ვუსურვო უკრაინასა და მოლდოვას წარმატება, მათ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა, უკრაინა არის უმძიმეს ომში, მოლდოვაც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ასე რომ ჩვენ არ გვშურს ნამდვილად მათი წახალისების, პირიქით, მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო და ვუსურვლო წარმატება“,- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გუშინვე მიენიჭათ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
საფრანგეთის ხელისუფლებამ პოგრომების გამო კომენდანტის საათი დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics