15:15 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 22:21:16, 788 ნახვა

პოლიტიკა
Tbilisi Pride - ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს გასული წლების რიტორიკას და ცდილობს ლგბტქ თემისგან „მტრის ხატის” შექმნას

ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს გასული წლების რიტორიკას და ცდილობს ლგბტქ თემისგან „მტრის ხატის” შექმნას. - განაცხადა TBILISI PRIDE-მ საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საპასუხოდ.

მათივე თქმით, გასული წლის 5 ივლისს, ღირსების მარშის დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება.

" 22 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან, “თბილისი პრაიდის” შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ. 

ღარიბაშვილი: "დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება, ვინ იყო ამის ორგანიზატორი კარგად ვიცით, ელგებეტე ორგანიზაციის დირექტორი და სირცხვილია, ეს ერთი ორგანიზმია, ამათ უკან დგას სააკაშვილი და ნაცმოძრაობა, მათი წახალისებული იყო აი, ეს ვითომ ღირსების მარში, თუ რაღაც რომ ჩაეტარებინათ, პირდაპირ პროვოკაცია, პირდაპირ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია. უნდოდათ გამოეწვიათ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, არეულობა, მასობრივი, შეტაკებები, პოლიციას გამოეყენებინა ძალა”. 

ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს გასული წლების რიტორიკას და ცდილობს ლგბტქ თემისგან “მტრის ხატის” შექმნას პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით, ამ თავდასხმებით კი, რეალურ და აშკარა საფრთხეს უქმნის ლგბტქ ადამიანებს, აქტივისტებს და მხარდამჭერებს. გასული წლის 5 ივლისს, ღირსების მარშის დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რითაც მწვანე შუქი აუნთო ძალადობრივ დაჯგუფება “ალტ-ინფოს”, რომელმაც ლგბტქ აქტივისტებზე და მედიაზე ღიად ნადირობა დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებას ამ ძალადობის არცერთი ორგანიზატორი დღემდე არ დაუსჯია. 

Პრემიერ-მინისტრის სიძულვილის შემცველი განცხადებები და ქმედებები საზიანოა არამხოლოდ ლგბქტ ადამიანებისთვის და ქვეყანაში ადამიანის უფლებებისთვის, არამედ ქვეყნის ევროპული არჩევანისთვისაც, რომელიც  გადამწყვეტ ფაზაშია. 

გვინდა შევახსენოთ Სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თუ რა პასუხისმგებლობას აკისრებს მათ საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო შეთანხმებები და ევროინტეგრაციის პროცესში ნაკისრი ვალდებულებები". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილების მიხედვით საქართველოსთვის სტატუსის გადაცემა მოხდება მაშინ, როცა მთავრობა დააკმაყოფილებს დასახულ პრიორიტეტებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics