2022-06-23 19:19:33, 396 ნახვა
პოლიტიკა
ესპანეთის პრეზიდენტი - მხარს დავუჭერთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თუ რეფორმები შესრულდება
![]() მხარს ვუჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას. - განაცხადა ესპანეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილის საპასუხო წერილში. მისივე თქმით, მხარს დაუჭერს ევროკომისიის წინადადებას, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, დასკვნაში მოცემული რეფორმების განხორციელების შემდეგ. "მადლობას მოგახსენებთ თქვენი წერილისათვის, რომელიც თარიღდება 20 ივნისით, სადაც ითხოვდით ესპანეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროპის საბჭოს ხმის მიცემისას, რომელიც გაიმართება 23 და 24 ივნისს, საქართველოსა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების შესახებ. მართლაც, ჩვენ ვდგავართ გადამწყვეტი მომენტის წინაშე ევროპის მშენებლობის პროცესში და ევროპულმა ყველა სახელმწიფოს უნდა შეიტანოს წვლილი უფრო შეკრული და სამართლიანი კავშირის ჩამოყალიბებაში. ამ კონტექსტში, მინდა, დავადასტურო ესპანეთის მხარდაჭერა ევროსაბჭოს მომავალ შეკრებაზე, რომელიც გაიმართება 23 და 24 ივნისს. ჩემი ხელისუფლება უერთდება და მხარს უჭერს იმ რეკომენდაციებს, რომელიც 17 ივნისის დასკვნაშია მოცემული, რომელიც ევროსაბჭოს კომისიამ გამოსცა. შესაბამისად, მხარს დავუჭერ საქართველოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პერსპექტივის აღიარებას, ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ კომისიის წინადადებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასკვნაში ასახული რეფორმები განხორციელდება. მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას მიმართოს ევროკავშირში გაწევრიანებას. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, რათა დაიწყოს რეფორმების პროგრამა, რომელიც გამოიწვევს ქვეყნის ტრანსფორმაციას, ადაპტაციას და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მატერიალიზებას. ისეთ ქვეყნებს, როგორიც ესპანეთია, ჩვენ უკვე საკუთარ თავზე გამოვცადეთ და გავიარეთ გაწევრიანების აღნიშნული ფასი, გვესმის გამოწვევის სიდიდე, მაგრამ ასევე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სარგებელი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მკაფიო ნება, დაიკავოს თავისი კანონიერი ადგილი ევროპულ ოჯახში, იქნება საუკეთესო საშუალება საქართველოს წინსვლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ზურაბიშვილმა პოლონეთის, ხორვატიის, ბელგიის, გერმანიის, დანიის, საფრანგეთის, ირლანდიის, შვედეთის, ნიდერლანდებისა და იტალიის ლიდერებს წერილობით მიმართა.
პაპუაშვილი - როცა მოწვეულთა შორის ვერბალური და ფიზიკური ძალადობით ცნობილი, ვახტანგ წერეთელია, პროვოკაცია არ უნდა იყოს
მთაწმინდაზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე, ძალადობრივი ჯგუფის 10-მდე წევრი დააკავეს
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ იმართება
დაზვერვის ქვედანაყოფებმა საველე კულმინაციური სწავლება ჩაატარეს
|
ომი უკრაინაში![]() მარიუპოლის საკრებულო - 10 ათასზე მეტი მცხოვრები დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ციხეში“ იმყოფება
![]() პოდოლიაკი - მსოფლიო არ დაღლილა უკრაინის მხარდაჭერით, ის პუტინის პირადი „კომპლექსებით“ დაიღალა
![]() ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს - დაიღუპა ოთხი ადამიანი
ვიდეო/LIVE „შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
![]() აბორტის აკრძალვა აშშ-ში, 50 წლის წინანდელი საქმის გადახედვა და ამერიკელები უზენაესი სასამართლოს წინააღმდეგ
მთავარი თემა
|