2022-06-23 18:28:15, 310 ნახვა
პოლიტიკა
ნაუსედა - თუ პირობები შესრულდება, კანდიდატის სტატუსისთვის მწვანე შუქი აინთება, რასაც შემდეგ სრული წევრობა მოჰყვება
![]() თუ პირობები შესრულდება, მაშინ კანდიდატის სტატუსისთვის მწვანე შუქი აინთება, რასაც შემდეგ სრული წევრობა მოჰყვება,- ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე განაცხადა. ლიეტუვას პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს, ჰქონდეს პროგრესი და ევროპის სრულფასოვანი წევრი გახდეს. „ქართველი ხალხისთვის კარგი მესიჯის გაგზავნას ვგეგმავთ და ეს მესიჯი ჩემი ქვეყნის ისტორიას მახსენებს. ლიეტუვამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარკებები მეზობელ ქვეყნებთან შედარებით გვიან დაიწყო და ესტონეთიც უფრო მალე მიიწვიეს, თუმცა ამან ჩვენს ხალხს სტიმული მისცა და 2004 წელს ესტონეთს დავეწიეთ. ჩვენ ევროკავშირში მათთან ერთად გავწევრიანდით. აქედან გამომდინარე დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის გარკვეული პირობების გათვალისწინებით მკაფიო პერსპექტივის დასახვა იქნება. თუ პირობები შესრულდება, მაშინ კანდიდატის სტატუსისთვის მწვანე შუქი აინთება, რასაც შემდეგ სრული წევრობა მოჰყვება. მიღებული გადაწყვეტილება არ არის იმედგაცრუების მესიჯი. ეს პოზიტიური მესიჯია და გთხოვთ, უთხარით ქართველ ხალხს ამ მიმართულებით ლიეტუველი ხალხის გამოცდილება. ეს იყო მოტივაცია რომ რეფორმები გაგვეტარებინა. თქვენი ხალხიც იმსახურებს ასეთ შანსს, რომ აჩვენოთ ქართველი ხალხის სიძლიერე, რეფორმების შესრულება და დაეწიოთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ამ გზაზე ცოტათი ადრე იქნენ მიწვეული. თქვენი ხალხი, თქვენი ქვეყანა იმსახურებს, ჰქონდეს კარგი პროგრესი და აჩვენოს რეგიონში სხვა ქვეყნებს ქართული წარმატება“,- განაცხადა ნაუსედამ. შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ამასთან, 17 ივნისს ევროკომისიის რეკომენდაციით, საქართველოს უნდა მიეცეს ევროპული მომავლის საშუალება, მაგრამ კონკრეტული პირობებით, რომლის შესრულების შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. ხოლო რაც შეეხება საქართველოს, გაიცა იგივე რეკომენდაცია, თუმცა სტატუსის გადაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა დააკმაყოფილებს ევროპული კომისიის დასახულ პრიორიტეტებს. აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დათქმების გარეშე მიიღეს.
პაპუაშვილი - როცა მოწვეულთა შორის ვერბალური და ფიზიკური ძალადობით ცნობილი, ვახტანგ წერეთელია, პროვოკაცია არ უნდა იყოს
მთაწმინდაზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე, ძალადობრივი ჯგუფის 10-მდე წევრი დააკავეს
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ იმართება
დაზვერვის ქვედანაყოფებმა საველე კულმინაციური სწავლება ჩაატარეს
|
ომი უკრაინაში![]() მარიუპოლის საკრებულო - 10 ათასზე მეტი მცხოვრები დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ციხეში“ იმყოფება
![]() პოდოლიაკი - მსოფლიო არ დაღლილა უკრაინის მხარდაჭერით, ის პუტინის პირადი „კომპლექსებით“ დაიღალა
![]() ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს - დაიღუპა ოთხი ადამიანი
ვიდეო/LIVE „შინ ევროპისკენ“ - რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
![]() აბორტის აკრძალვა აშშ-ში, 50 წლის წინანდელი საქმის გადახედვა და ამერიკელები უზენაესი სასამართლოს წინააღმდეგ
მთავარი თემა
|