|
2022-06-22 18:03:31, 894 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილის დასახლებაში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილის დასახლებაში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ, ორ ჰექტარზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. „სამგორის რაიონში მორიგი პროექტის განხორციელება დავიწყეთ. კონკრეტულად, ეს არის აბაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, სადაც რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამ პროექტის ფარგლებში, მთლიანად რეაბილიტირდება ორი ჰა ტერიტორია - ხე-მცენარეებით, ველობილიკებით, ატრაქციონებით ბავშვებისთვის. ასევე, მოეწყობა შადრევანი, რეაბილიტირდება ორი მოედანი - ერთი საფეხბურთო და მეორე საკალათბურთო. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორი დამოკიდებულებაც რეკრეაციულ სივრცეებთან დაკავშირებით გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი მოსახლეობა იქნება ძალიან კმაყოფილი - ახალგაზრდები, პატარები, რომელთაც ექნებათ შესაბამისი სივრცე დასვენებისა და გართობისთვის. მთავარია, შემდეგ მოვუაროთ აღნიშნულ სივრცეს და ვანდალიზმისგან დავიცვათ. ვფიქრობთ, რომ სამუშაოები ახალი წლისთვის დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ტერიტორიაზე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების განახლება, საპარკე ინვენტარის განთავსება, გარე განათების სისტემის, საბავშვო მოედნების მოწყობა, ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და მოსასვენებელი პავილიონების მონტაჟი. ტერიტორია გამწვანდება - დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, დაითესება ბალახი და მოეწყობა სარწყავი სისტემა. ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, მინი ფეხბურთის არსებულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დამატებით, კალათბურთის მოედანი მოეწყობა. პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე იმყოფებოდნენ.
ბერნჰემი: რუსეთი ჩაერია დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმში
FT: კრემლმა ევროპული თავდაცვის კომპანიების ტოპ მენეჯერებზე ნადირობა გამოაცხადა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა ქვეყანაში არჩევნები ჩაატაროს, თუ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება
უკრაინის დარტყმებს შესაძლოა Yandex-ის სამივე სუპერკომპიუტერი გამოეყენებინა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)