|
2022-06-20 18:59:56, 1277 ნახვა
საზოგადოება
მამის დღის აღსანიშნავად მზიურში გასართობ-ინტელექტუალური თამაში „მამაენა“ გაიმართა
19 ივნისს მამის დღე საქართველოში წელს მეშვიდედ აღნიშნეს. თბილისში, მზიურის პარკში, მამებისა და შვილებისთვის გასართობ-ინტელექტუალური თამაში „მამაენა“ ჩატარდა. პროექტში 100-მდე გუნდი მონაწილეობდა. თამაშში მონაწილე მამებსა და შვილებს ერთობლივი ძალებით მზიურის პარკში დამალული მინიშნებები უნდა ეპოვათ და მთავარი გასაღებისთვის მიეგნოთ. ღონისძიება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში გაიმართა. წელს პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო.
გასართობ-ინტელექტუალურ თამაშში 2 გამარჯვებული წყვილი გამოვლინდა, რომელთაც საჩუქრად „თეგეტა ჰოლდინგის“ ვაუჩერები გადაეცათ. „გენდერული თანასწორობა „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და რა თქმა უნდა, სიამოვნებით გავხდით კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ პარტნიორი. გვიხარია, რომ გუნდში „მამაენაში“ მონაწილეობის ბევრი მსურველი გვყავდა და „თეგეტა ჰოლდინგის“ თანამშრომელი მამები შვილებთან ერთად ჩაერთნენ ამ საინტერესო თამაშში. ვფიქრობთ, რომ გენდერული თანასწორობის ცნობიერების ასამაღლებლად მსგავს პროექტებში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი. კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში მამის დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბური ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. ეს დღე ყოველწლიურად ივნისის მესამე კვირა დღეს აღინიშნება. „მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას ბავშვების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის მნიშვნელობას. კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიზანია, წაახალისოს კაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამებისა და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის ზრუნვაში, რათა მათ მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებში ქალების აქტიურ მონაწილეობასა და საზოგადოების გაძლიერებას“ , – მირიან ჯუღელი, კამპანია „კაცები ზრუნავენ“ თანადამფუძნებელი. „მოხარული ვართ, რომ მამის დღე უკვე ტრადიციად იქცა და მას მამები და შვილები, ოჯახები, ერთად აღნიშნავენ. მამის დღის ინიცირებით გვინდა, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რამდენად მნიშვნელოვანია შვილების აღზრდაში, მათ ცხოვრებაში მამების ჩართულობა, თანასწორი მშობლობა და პარტნიორობა, რადგან გენდერული თანასწორობის მიღწევაში, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ, თითოეულ ადამიანს შეუძლია უნიკალური წვლილის შეტანა. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორი კომპანიების მიმართ - წელს კერძო სექტორი გამორჩეულად აქტიურად გვიჭერს მხარს მამის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში“, - ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი. კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის მიერ შვედეთის მთავრობისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)