|
2022-06-16 11:08:03, 871 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლაში იდეათეკა მოეწყო
„საქართველოს ბანკი“, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეგიონებში განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ პარტნიორობით „იდეათეკების“ პროექტი გრძელდება. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, საქართველოს 7 სახვადასხვა რეგიონის 11 საჯარო სკოლაში უკვე მოეწყო ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სივრცეები - იდეათეკები. ამ რიცხვს ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლა შეემატა. კომპანიის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე სკოლის 306 მოსწავლეს, იდეათეკის მეშვობით ისეთ საგანმანათლებლო და შემეცნებით რესურსზე და ხელსაწყოებზე მიეცა წვდომა, როგორიცაა: მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა, კომპიუტერები, პროექტორები და სხვ. იდეათეკების მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა, მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდით განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. სივრცე მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ როგორც გაკვეთილების, ასევე ჯგუფური პრეზენტაციების, ონლაინ შეხვედრების თუ სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად გამოიყენება. „იდეათეკების პროექტი გრძელდება. მოხარული ვართ, რომ მორიგი იდეათეკა ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლას შეემატა. სკოლაში სწავლობენ იძულებით გადაადგილებული მოსწავლეები და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პროექტის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ განათლებას. ახალი იდეათეკა 1,500-ზე მეტ წიგნს, თანამედროვე შემეცნებით ტექნოლოგიებსა და სხვა ხელსაწყოებს აერთიანებს, რაც დარწმუნებული ვართ, მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის საგანმანათლებო პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს და მრავალფეროვანს გახდის. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „იდეათეკების“ პროექტს უკვე მესამე წელია ვახორციელებთ. ამ დროის მანძილზე 6,000-ზე მეტ მოსწავლეს მიეცა წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსზე. ჩვენი მიზანია, მსგავსი პროექტებითა და ინიციატივებით, საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შევუწყოთ ხელი განვითარებაში, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში და ათვისებაში“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკმა“ „იდეათეკების“ პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში იდეათეკები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უკვე 12 საჯარო სკოლაში მოეწყო. 6,000-ზე მეტი მოსწავლე აქტიურად იყენებს იდეათეკის სივრცეებს და იქ განთავსებულ რესურსებს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები.„საქართველოს ბანკი“, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რეგიონებში განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ პარტნიორობით „იდეათეკების“ პროექტი გრძელდება. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, საქართველოს 7 სახვადასხვა რეგიონის 11 საჯარო სკოლაში უკვე მოეწყო ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სივრცეები - იდეათეკები. ამ რიცხვს ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლა შეემატა. კომპანიის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე სკოლის 306 მოსწავლეს, იდეათეკის მეშვობით ისეთ საგანმანათლებლო და შემეცნებით რესურსზე და ხელსაწყოებზე მიეცა წვდომა, როგორიცაა: მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა, კომპიუტერები, პროექტორები და სხვ. იდეათეკების მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა, მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდით განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. სივრცე მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ როგორც გაკვეთილების, ასევე ჯგუფური პრეზენტაციების, ონლაინ შეხვედრების თუ სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად გამოიყენება. „იდეათეკების პროექტი გრძელდება. მოხარული ვართ, რომ მორიგი იდეათეკა ქალაქ ჯვარის №1 საჯარო სკოლას შეემატა. სკოლაში სწავლობენ იძულებით გადაადგილებული მოსწავლეები და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პროექტის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მათ განათლებას. ახალი იდეათეკა 1,500-ზე მეტ წიგნს, თანამედროვე შემეცნებით ტექნოლოგიებსა და სხვა ხელსაწყოებს აერთიანებს, რაც დარწმუნებული ვართ, მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის საგანმანათლებო პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს და მრავალფეროვანს გახდის. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „იდეათეკების“ პროექტს უკვე მესამე წელია ვახორციელებთ. ამ დროის მანძილზე 6,000-ზე მეტ მოსწავლეს მიეცა წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო რესურსზე. ჩვენი მიზანია, მსგავსი პროექტებითა და ინიციატივებით, საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას შევუწყოთ ხელი განვითარებაში, საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში და ათვისებაში“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკმა“ „იდეათეკების“ პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში იდეათეკები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უკვე 12 საჯარო სკოლაში მოეწყო. 6,000-ზე მეტი მოსწავლე აქტიურად იყენებს იდეათეკის სივრცეებს და იქ განთავსებულ რესურსებს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები.
ფონ დერ ლაიენი: უკრაინის ომი "ახალ, ბნელ ფაზაში" შევიდა
„ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ სამართლიანი სამყარო“: ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერმა გააკრიტიკა ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ბერნჰემი: რუსეთი ჩაერია დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმში
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)