|
2022-06-15 10:40:09, 730 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - შვეიცარიული ბანკი ანგრევს საკუთარი სისტემის რეპუტაციას, თანხებს არ ურიცხავს ივანიშვილს
„არის კონკრეტული შვეიცარიული ბანკი, რომელიც ყველა გადარიცხვას ტრადიციულად ერთ დღეში აწარმოებდა. ახლა ორი თვე გავიდა და გადარიცხვა არ განუხორციელებია, რაც მთლიანად არა მარტო ამ ბანკის, შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციას ანგრევს. ჩვენ მილიონჯერ გვაქვს გაგონილი, რომ შვეიცარიული ბანკი არის ყველაზე დაცული, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იქ ფულის ჩადება და ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეუძლია ამ თანხების განკარგვა, რაც ბავშვობიდან გვესმოდა 40 წელი შვეიცარიულ ბანკებთან დაკავშირებით იმას ანგრევს“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ Palitra News-ის ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში საქმიანობა დაიწყო სანქციით, ყადაღით და უბედურებით, რაც „ნაცმოძრაობამ“ დაუწესა. „ჩვენ რატომ ვისაუბრეთ ამაზე, ადვოკატმა ისაუბრა და მერე მეც ჩემ თავს უფლება მივეცი, რომ განცხადება გამეკეთებინა იმაზე, რომ ეს ე.წ. ფაქტობრივი სანქცია რეალურად არსებობს, სახეზეა. ერთი რამის თქმა მინდა კიდევ ერთხელ. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში საქმიანობა დაიწყო სანქციით, ყადაღით და უბედურებით, რაც „ნაცმოძრაობამ“ დაუწესა. გახსოვთ ყველას ინკასაციის მანქანებს აჩერებდნენ, ანგარიშებს უყადაღებდნენ, მოქალაქეობა წაართვეს, სატელიტური თეფშები დაუყადაღეს და ა.შ. კომიკურ სახესაც კი იძენდა ეს ყველაფერი, სასაცილოა სატირალი რომ არ ყოფილიყო. ახლაც არის იგივე საკითხის წინაშე. გახსოვთ ყველას რა რეჟიმს უპირისპირდებოდა ბიძინა ივანიშვილი, თავი ჰქონდა გადადებული და რეალურად ეს ქვეყნისთვის გააკეთა“- განაცხადა კობახიძემ.
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)