|
2015-02-05 11:42:10, 613 ნახვა
პოლიტიკა
ბერუჩაშვილი: საქართველოს დიალოგს რუსეთთნ ალტერნატივა არ აქვს
„ რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“,- ამის შესახებ ბერუჩაშვილმა "ამერიკის ხმის” ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მინისტრის თქმით, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20% და ეს არის დიდი გამოწვევა. "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ეს არის პრობლემა, რომელიც არის მუდმივად ჩვენი ყურადღების ქვეშ, ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ყველგან, ეს იქნება მრავალმხრივი თუ ორმხრივი შეხვედრა. ამას ემატება კიდევ ის, რომ რუსეთის აგრესიული ნაბიჯები გრძელდება. რაც შეეხება მავთულხლართების გავლებას, რაც შეეხება ადამიანის უფლებების დარღვევას, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სწორედ ეს ხელშეკრულებები არის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც რეალურად არის ძალიან სერიოზული საფრთხე რეგიონალური უსაფრთხოებისთვის. ამაზე საუბრობენ ჩვენი პარტნიორები და ეს არის რეაქცია საერთაშორისო თანამეგობრობის ნატო-ს, ევროკავშირის ევროპის საბჭოს და ყველა მნიშვნელოვანი ფორმატის, რომელსაც საქართველო მაქსიმალურად იყენებს და რომელზე მუშაობაც არის ჩვენი ყოველდღიური ყურადღების საგანი", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)